ჯემალ გაბაიძე

გეოგრაფი, პედაგოგი

ჯემალ გაბაიძე (დ. 24 აგვისტო, 1948, ხიხაძირი) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი.

ჯემალ გაბაიძე
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1948(1948-08-24) (76 წლის)
დაბ. ადგილი ხიხაძირი, აჭარის ასსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი და პედაგოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში 1970 წლიდან. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფელ ფუშრუკაულის არასრულ საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად. მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის ლაბორანტად 1978 წლიდან. კათედრის მასწავლებლად 1980 წლიდან. 1982-1986 წწ. იყო ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების მაძიებელი, პროფესორ რ. კვერენჩხილაძის ხელმძღვანელობით. 1992-1993 წწ. გეოგრაფიის კათედრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ნამუშევარი აქვს თემაზე „აჭარის ავტონომიური რესუბლიკის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. კითხულობს ლექციებს ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ გეოგრაფიაში და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი, თბილისი, 2003, გვ. 52

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება