ჯემალ ადამაშვილი
ჯემალ გაბრიელის ძე ადამაშვილი (დ. 1 იანვარი, 1941, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. ცნობილია საბავშვო მუსიკით, აგრეთვე საგალობლებითა და რამდენიმე კინომუსიკით. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ნამდვილი წევრი. ღირსების ორდენი კავალერი (2003). გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2009).
ჯემალ ადამაშვილი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1941 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
წარმოშობა | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ჟანრ(ებ)ი | საბავშვო მუსიკა, საგალობლები, კინომუსიკა |
საქმიანობა | კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯემალ ადამაშვილი დაიბადა 1941 წლის 1 იანვარს თბილისში, გაბრიელ ადამაშვილისა და სონია კეკელიას ოჯახში. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით. 1972 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1967–2000 წლებში ხელმძღვანელობდა ანსამბლ „ნატვრის თვალს“. საქართველოს ტელევიზიაში „პირველ სტერეოზე“ მიჰყავდა გადაცემა „ქართული გალობა“. ხელმძღვანელობს ჩოხოსანთა ფოლკლორულ ანსამბლ „შავლეგოს“. ჰყავს 9 შვილი.
შემოქმედება
რედაქტირებამის სიმღერებს ასრულბდნენ: ანსამბლები – „ნატვრის თვალი“, „მზიური“, „ბასტი-ბუბუ“, „მერცხალი“; მისი მოწაფეები იყვნენ: რ. რცხილაძე, ნ. თუშიშვილი; დაწერილი აქვს საფორტეპიანო კვინტეტი (1966), ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე (1968), კონცერტი საყვირისათვის (1970; პირველი შესრულება ბათუმში, 1977), სიმებიანი კვარტეტი (1986), სიმღერები, მათ შორის: „გამარჯობა, მამულო“, „საოქტომბრო“; საბავშვო სიმღერების კრებული (4); მუსიკა თოჯინების თეატრისა (17) და დრამატული სპექტაკლებისათვის, მათ შორის: „რომელია მართალი?“ (1970, ცხინვალი), „ტყუპები“ (1978); მხატვრული კინოფილმებისათვის: „ნათელა“ (განახლებული მუნჯი ფილმი, 1978), „ნამდვილი კავკასიელი“ (განახლებული მუნჯი ფილმი, 1981), „ელისო“ (განახლებული მუნჯი ფილმი, 1984); დოკუმენტური ფილმი: „სვანეთის საგანძურები“ (1991); გასტროლებით იმოგზაურა ანსამბლ „ნატვრის თვალთან“ ერთად (სსრკ, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ინდოეთი, იუგოსლავია, იტალია, საფრანგეთი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 11, თბ., 2015.