ჯეინ გუდოლი (ინგლ. Jane Goodall; ნამდვილი სახელი — ვალერი ჯეინ მორის-გუდოლი, Valerie Jane Morris-Goodall; დ. 3 აპრილი, 1934, ლონდონი) — ბრიტანელი პრიმატოლოგი, ეთოლოგი და ანთროპოლოგი; ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი. ცნობილია ტანზანიაში გომბე-სტრიმის ეროვნულ პარკში შიმპანზეების ხანგრძლივი და დეტალური კვლევით.

ჯეინ გუდოლი
Jane Goodall

ჯეინ გუდოლი 2018 წელს.
დაბ. თარიღი 3 აპრილი, 1934
დაბ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა აქტივისტი და ეთოლოგი
ალმა-მატერი ნიუნჰემის კოლეჯი[1]
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი[2] [3]
მეუღლე Hugo van Lawick[4] [5] და Derek Bryceson[5]
მამა Mortimer Herbert Morris-Goodall[6]
დედა Margaret Myfanwe Joseph[6]
შვილ(ებ)ი Hugo Eric Louis van Lawick[5]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, ასტურიის პრინცესის პრემია სამეცნიერო და ტექნიკური აღმოჩენებისათვის, უილიამ პროქტერის პრემია სამეცნიერო მიღწევებისთვის[7] , კატალონიის საერთაშორისო პრემია[8] , Tyler Prize for Environmental Achievement[9] , ბენჯამინ ფრანკლინის მედალი[10] , Genesis Award, ნიერენბერგის პრემია[11] , Kyoto Prize in Basic Sciences[12] , J. Paul Getty Award for Conservation Leadership, honorary doctor of the University of Alicante, ჰაბარდის მედალი, Honorary doctorate from University of Toronto, President's Medal[13] , prix Giles, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[14] , ხაიფის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, სირაკიუსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctorate of Hasselt University[15] , honorary doctor of the University of Miami[16] , Gold Medal of the Society of Woman Geographers[17] , ჰექსლის მემორიალური მედალი[18] , Gregor Mendel Medal[19] , Officer of the order Orange-Nassau[20] [21] , საერთაშორისო კოსმოსური პრემია[22] , ედინბურგის მედალი[23] , honoris causa[24] და ლონდონის ზოოლოგიის საზოგადოების ვერცხლის მედალი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი janegoodall.org
janegoodall.es/es/
სამეცნიერო სფერო პრიმატოლოგი, ეთოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვალერი ჯეინ მორის-გუდოლი დაიბადა ლონდონში 1934 წელს. მამა იყო ბიზნესმენი, დედა — მწერალი-პროზაიკოსი. გუდოლის გადმოცემით, ცხოველებისადმი ინტერესი მამის მიერ ნაჩუქარმა სათამაშო შიმპანზემ გაუღვივა. 18 წლის ასაკში სწავლა შეწყვიტა და მუშაობა დაიწყო მდივნად და ასისტენტად კინოგადაღებებზე ვიდრე არ მიავლინეს აფრიკაში. იქ გუდოლი მუშაობდა პალეონტოლოგ და ანთროპოლოგ ლუის ლიკის დამხმარედ. ლიკისთან ურთიერთობის წყალობით 1960 წელს შეძლო ბანაკი დაედგა ტანზანიის გომბე-სტრიმის ნაკრძალში (შემდეგ ეროვნული პარკი), რათა დაკვირვებოდა ამ რეგიონში შიმპანზეების ქცევას. 1964 წელს ცოლად გაჰყვა მისი საქმიანობის გასაშუქებლად აფრიკაში ჩასულ ნიდერლანდელ ფოტოგრაფს და არისტოკრატს, ბარონ ჰუგო ვან ლავიკს (შემდეგ განქორწინდნენ). 1965 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტმა გუდოლს ეთოლოგიაში დოქტორის ხარისხი მიანიჭა. ამგვარად, ის იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც დოქტორის წოდება ბაკალავრის ხარისხის ფლობის გარეშე აქვს მიღებული. ხანმოკლე შესვენებების გარდა გუდოლი და მისი ოჯახი გომბეში 1975 წლამდე ცხოვრობდნენ. ის ხშირად ხელმძღვანელობდა ამ რეგიონში სხვა დოქტორანტების საველე სამუშაოებსაც. 1977 წელს მან კალიფორნიაში დააფუძნა ჯეინ გუდოლის ველური ბუნების კვლევის, განათლებისა და კონსერვაციის ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ ვაშინგტონში დაბინავდა. გუდოლი ასევე არის სხვა ინიციატივების ავტორი, მანვე 1991 წელს შექმნა ახალგაზრდული საგანმანათლებლო პროგრამა Jane Goodall’s Roots & Shoots.[25]

მრავალწლიანი მუშაობის შედეგად გუდოლმა შეძლო შიმპანზეების შესახებ არაერთი არასწორი შეხედულების შეცვლა. მან დაადასტურა, რომ ეს ცხოველები ყოვლისმჭამელი არსებები არიან, შეუძლიათ იარაღების შექმნა და გამოყენება და ავლენენ რთულ სოციალურ ქცევებს. გუდოლი არის არაერთი სამეცნიერო და საბავშვო წიგნისა და სტატიის ავტორი. მათ შორისაა ცნობილი „კაცთა ჩრდილქვეშ“ (In the Shadow of Man, 1971). თავისი აფრიკული საქმიანობა მან შეაჯამა წიგნში „გომბეს შიმპანზეები: ქცევის ტიპები“ (The Chimpanzees of Gombe: Patterns of Behavior, 1986). გუდოლმა შემდგომ წლებშიც განაგრძო მეცნიერული და საგანმანათლებლო მუშაობა გარემოს დაცვისა და კონსერვაციის პრობლემებზე. 2002 წელს გაერომ ის მშვიდობის ელჩად (ინგლ. UN Messenger of Peace) დაასახელა. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო წოდება, მათ შორის, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი (2003). მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გადაღებულია რამდენიმე ფილმი, მათ შორის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი „ჯეინი“ (National Geographic-ის ფილემბის სტუდია, 2017).[25]

  1. Peterson D. Jane Goodall: The Woman Who Redefined ManHoughton Mifflin Harcourt, 2014. — გვ. 261. — ISBN 978-0-547-52579-2
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #119004453 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. http://www.janegoodall.org/janes-story
  4. Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  5. 5.0 5.1 5.2 https://people.com/human-interest/dr-jane-goodall-opens-up-about-2-marriages/
  6. 6.0 6.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  7. https://www.sigmaxi.org/programs/prizes-awards/william-procter
  8. http://web.gencat.cat/ca/generalitat/premis/pic/კატალონიის მთავრობა.
  9. 1997 Tyler Laureates
  10. toddviola Jane Goodall | The Franklin Institute — 2014.
  11. Aguilera M. Scripps Nierenberg Prize Awarded to Renowned Primatologist Dr. Jane Goodall | Scripps Institution of Oceanography — 2004.
  12. https://www.kyotoprize.org/en/laureates/
  13. Accolades | Jane Goodall
  14. https://www.ucm.es/doctores-honoris-causa
  15. https://www.uhasselt.be/UH/OverUHasselt/feiten-en-cijfers/Eredoctoraten-lijst.html
  16. https://commencement.miami.edu/about-us/archives/honorary-degree-recipients/index.html
  17. http://www.iswg.org/awards/past-gold-medal-recipients
  18. https://www.therai.org.uk/awards/honours-prior-recipients/huxley-memorial-medal-and-lecture-prior-recipients
  19. https://www.leopoldina.org/en/about-us/distinctions-of-the-academy/medals/mendel-medal/
  20. Lintje voor Jane Goodall, die al 60 jaar strijdt voor apen en natuurNederlandse Omroep Stichting, 2023.
  21. https://zoek.officielebekendmakingen.nl/stcrt-2023-13070.html
  22. https://www.expo-cosmos.or.jp/english/cosmos/jyusyou/index.html
  23. Sarpa S. https://www-archiv.fdm.uni-hamburg.de/b-online/library/history/goodal.html
  24. https://yfile.news.yorku.ca/2024/04/10/we-must-never-give-up-jane-goodall-tells-york-community/
  25. 25.0 25.1 Jane Goodall. Encyclopaedia Britannica. ნანახია 6 მარტი, 2020.