ჯეიკ პოლი
ჯეიკ ჯოზეფ პოლი (დ. 17 იანვარი, 1997) — ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსახიობი და იუთუბერი. მან კარიერა დაიწყო Vine-ზე ვიდეოების გამოქვეყნებით 2013 წლის სექტემბერში, დააგროვა 5.3 მილიონი გამომწერი და 2 მილიარდი ნახვა. როგორც მსახიობი, მან ითამაშა დირკ მანის როლი Disney Channel-ის სერიალში Bizaardvark (2016–2018). პოლმა შექმნა თავისი იუთუბ არხი 2014 წლის მაისში და დაიკავა ადგილი Forbes-ის სიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი იუთუბერი 2017, 2018, 2021 და 2023 წლებში. იგი ასევე მოხვდა 2022 წლის Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში.[1]
ჯეიკ პოლი 2023 წელს | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | ჯეიკ ჯოზეფ პოლი |
მეტსახელ(ებ)ი | პრობლემური ბავში |
ეროვნება | ამერიკელი |
დაბ. თარიღი | 17 იანვარი, 1997 |
დაბ. ადგილი | კლივლენდი, ოჰაიო, აშშ |
სიმაღლე | 185 სმ |
წონა | 102 კგ |
საიტი | jakepaul.com |
სპორტი | |
ქვეყანა | აშშ |
სპორტი | კრივი |
ჯილდოები | Silver Play Button, Gold Play Button და Diamond Play Button |
ადრეული ცხოვება
რედაქტირებაპოლი დაიბადა კლივლენდში, ოჰაიო და გაიზარდა უესტლეიკში, უფროს ძმასთან ლოგანთან ერთად, რომელიც ასევე არის იუთუბერი და ინტერნეტ პიროვნება. მათ დაიწყეს საკუთარი თავის გადაღება, როდესაც ჯეიკი ათი წლის იყო.[2] მათი მშობლები არიან პამელა ენ სტეპნიკი (გვარად მერედიტი) და რეალტორ გრეგორ ალან პოლი.[3]
კრივის კარიერა
რედაქტირებაპოლის კრივის კარიერა 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, თეთრსაყელოიანი კრივის მატჩით, დეჯი ოლატუნჯის წინააღმდეგ, რომელშიც მან ტექნიკურ ნოკაუტში ჩააგდო. მისი დებიუტი პროფესიონალურ კრივში შედგა AnEsonGib-ის წინააღმდეგ, 2020 წლის იანვარში. მოგვიანებით იგი დაუპირისპირდა და დაამარცხა ყოფილი კალათბურთელი ნეიტ რობინსონი, ყოფილი MMA-ის მებრძოლები: ბენ ასკრენი, ტაირონ ვუდლი (ორჯერ), ანდერსონ სილვა და ნეიტ დიასი, ხოლო პროფესიონალი მოკრივეები: ანდრე ავგუსტი და რაიან ბურლანდი. 2023 წლის თებერვალში, პოლმა წააგო ტომი ფიურისთან მსაჯთა გადაწყვეტილებით, თავის პირველ ბრძოლაში აქტიურ პროფესიონალ მოკრივესთან. 2021 წელს პოლმა დააარსა "Most Valuable Promotions", კრივის პრომოუშენი თავის მრჩეველ ნაკისა ბიდარიანთან ერთად და დააარსა Anti Fund, სარისკო კაპიტალის ფირმა ჯეფრი ვუსთან ერთად.[4]