ანტილიბანი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯებელ-ეშ-შარკი)

ანტილიბანი, ჯებელ-ეშ-შარკი (არაბ. جبال لبنان الشرقية) — მთის მასივი სირიასა და ლიბანში. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 2814 მ-მდე (მთა ჰერმონი). ამაღლებულია პლატოს სახით უახლესი ტექტონიკური მოძრაობის შედეგად. აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და ქვიშაქვებით. მწვერვალები პლატოსებრია. ჰავა ხმელთაშუა ზღვისაა. დასავლეთ ფერდობებსა და ხეობებში ალაგ-ალაგ მარადმწვანე მუხის ტყეებია. აღმოსავლეთ მშრალ ფერდობებზე ნახევარუდაბნოს მცენარეულობაა. ანტილიბანი მეჩხრად არის დასახლებული. განვითარებულია მესაქონლეობა. ანტილიბანზე გადის საავტომობილო და სარკინიგზო გზები (დამასკო—ბეირუთი).

ანტილიბანი
ანტილიბანის სატელიტური ფოტოსურათი
ანტილიბანის სატელიტური ფოტოსურათი
კოორდინატები: 33°55′ ჩ. გ. 36°14′ ა. გ. / 33.917° ჩ. გ. 36.233° ა. გ. / 33.917; 36.233
ქვეყანა სირიის დროშა სირია
ლიბანის დროშა ლიბანი
უმაღლესი წერტილი ჰერმონი
სიმაღლე 2814 
სიგრძე 150 კმ
ანტილიბანი — ლიბანი
ანტილიბანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება