ჯანეტ უინტერსონი — ინგლისელი ავტორი.

ჯანეტ უინტერსონი
ინგლ. Jeanette Winterson

დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1959(1959-08-27)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (65 წლის) ან 27 აგვისტო, 1957(1957-08-27) (67 წლის)
დაბადების ადგილი მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო[12] [13] [14] [15] [6] [4] [7] ან მანჩესტერი
საქმიანობა მწერალი[16] [16] [12] [17] , სცენარისტი[18] [19] [6] , რომანისტი[20] [5] , ჟურნალისტი, ავტორი[21] [22] [23] , სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ნოველისტი[5] , კინოპროდიუსერი[6] , საბავშვო მწერალი, პროზაიკოსი[24] , დრამატურგი[25] , television writer[25] და უნივერსიტეტის პროფესორი[25]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[15] [26] [12] [5] [27] [2] [7] [28] [17] [29]
ალმა-მატერი წმინდა ეკატერინეს კოლეჯი[20] და Accrington and Rossendale College[20]
პერიოდი 2020
Magnum opus Oranges Are Not the Only Fruit, Sexing the Cherry, Gut Symmetries, The World and Other Places, The Stone Gods, Art Objects: Essays on Ecstasy and Effrontery[30] და Written on the Body[31]
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, John Llewellyn Rhys Prize, ე. მ. ფორსტერის ჯილდო, British Academy Television Award for Best Drama Series, Lambda Literary Award for Lesbian Fiction, 100 ქალი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი
მეუღლე Susie Orbach
საიტი jeanettewinterson.com

მისი პირველი წიგნი, ფორთოხალი არ არის ერთადერთი ხილი, იყო ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი ლესბოსელზე, რომელიც გაიზარდა ინგლისის ორმოცდაათიანელთა საზოგადოებაში. სხვა რომანები იკვლევენ გენდერულ პოლარობას და სექსუალურ იდენტობას, შემდეგ კი ადამიანებსა და ტექნოლოგიას შორის ურთიერთობას. ის მაუწყებლობს და ასწავლის შემოქმედებით წერას. მას მიღებული აქვს Whitbread-ის პრიზი პირველი რომანისთვის, BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო დრამისათვის, ჯონ ლეველინ რისის პრიზი, EM Forster Award და St. Louis Literary Award და ორჯერ ლიტერატურული ჯილდო ლამბდა . მან მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი (OBE) და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (CBE) მეთაურის წოდება ლიტერატურისთვის და არის ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი . მისი რომანები თარგმნილია თითქმის 20 ენაზე. [32]

ბიოგრაფია

რედაქტირება

უინტერსონი დაიბადა მანჩესტერში და შვილად აიყვანეს კონსტანსმა და ჯონ უილიამ ვინტერსონების ოჯახმა 1960 წლის 21 იანვარს . ის გაიზარდა აკრინგტონში, ლანკაშირი, ელიმის ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში . აღზარდეს ორმოცდაათიანელ ქრისტიან მისიონერად. ექვსი წლის ასაკში დაიწყო ევანგელიზაცია და ქადაგების წერა. [33]

16 წლის ასაკში უინტერსონმა ღიად განაცხადა, რომ იყო ლესბოსელი და სახლიდან წავიდა. [34] [35] [36] მალევე მან სწავლა დაიწყო აკრინგტონისა და როსენდეილის კოლეჯში. [37] ის საკუთარი ფინანსური სტაბილურობისთვის მუშაობა სხვადასხვა უცნაურ სამსახურებში, პარალელურად კი სწავლობდა ინგლისურს ოქსფორდის წმინდა ეკატერინეს კოლეჯში . [38]

ლონდონში გადასვლის შემდეგ მან დაწერა თავისი პირველი რომანი, ფორთოხალი არ არის ერთადერთი ხილი, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი მგრძნობიარე თინეიჯერი გოგონას შესახებ, რომელიც აჯანყდა კონვენციის წინააღმდეგ. [39] რომელმაც 1985 წელს Whitbread Prize მოიპოვა პირველი რომანისთვის. უინტერსონმა ნაწარმოების ტელევიზიისთვის ადაპტირება 1990 წელს შეძლო. მისი რომანი „ვნება“ მიეკუთვნება ნაპოლეონის ევროპას.

ვuინტერსონის შემდგომი რომანები იკვლევენ ფიზიკურობისა და წარმოსახვის საზღვრებს, გენდერულ პოლარობას და სექსუალურ იდენტობას. ნამუშევრებმა მოიპოვეს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო. მისი სასცენო ადაპტაცია The PowerBook 2002 წელს გაიხსნა სამეფო ეროვნულ თეატრში, ლონდონში. მან ასევე იყიდა მიტოვებული ტერასული სახლი სპიტალფილდსში, აღმოსავლეთ ლონდონში, რომელიც გარდაქმნა ყოფით ბინად და პირველ სართულზე გახსნა მაღაზია, Verde's, ორგანული საკვების გასაყიდად. [40] [41] [42] 2017 წლის იანვარში მან გადაწყვიტა მაღაზიის დახურვა, როდესაც მკვეთრად გაიზარდა გადასახადები და, შესაბამისად, ფინანსური მოთხოვნები მძიმედ დაემუქრა მის ბიზნესს. [43] [44] [45]

2009 წელს uინტერსონმა ოქსფამის პროექტს Ox-Tales შესწირა მოთხრობა „ძაღლების დღეები“, რომელიც მოიცავს დიდი ბრიტანეთის 38 ავტორის მოთხრობების ოთხ კრებულს. მისი ამბავი გამოჩნდა ცეცხლის კოლექციაში. მან ასევე მხარი დაუჭირა ბუშის თეატრის ხელახლა გაშვებას ლონდონის Shepherd's Bush-ში. მან დაწერა და შეასრულა ნამუშევარი სამოცი ექვსი წიგნის პროექტზე, რომელიც ეფუძნებოდა მეფე ჯეიმსის ბიბლიის თავს, სხვა რომანისტებთან და პოეტებთან ერთად, მათ შორის პოლ მულდუნთან, კეროლ ენ დაფის, ენ მაიკლს და კეტრინ ტეიტთან ერთად.

უინტერსონის 2012 წლის ნოველა The Daylight Gate, რომელიც ეფუძნება პენდელი ალქაჯების სასამართლოო პროცესეს,რომელიც გაიმართა 1612 წელს, საჯარო სივრცეში გამოჩნდა მათი 400 წლის იუბილეზე. მისი მთავარი გმირის, ალის ნატერის ცხოვრება, დაფუძნებულია რეალურ ცხოვრებაში ამავე სახელწოდების ქალზე. [46]2023 წლის ოქტომბერში ჯონათან კეიპმა გამოაქვეყნა Night Side of the River. სუზი ფეი, რომელიც წერდა Literary Review- სთვის, ამბობდა: „ამ სასიამოვნო ზღაპრებში უინტერსონი ოსტატურად ემსახურებოდა ჟანრს და ასევე ასახავს რამდენიმე შემაშფოთებელ სამომავლო მიმართულებებს, რომელიც შესაძლოა მოჩვენებათა ისტორიამ მიიღოს“. [47]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

უინტერსონი 16 წლის ასაკში ღიად განაცხადა რომ იყო ლესბოსელი. [34] მწერლის 1987 წლის რომანი „ვნება“ შთაგონებული იყო ურთიერთობით პეტ კავანასთან, თავის ლიტერატურულ აგენტთან . [48] 1990 წლიდან 2002 წლამდე უინტერსონს ჰქონდა ურთიერთობა BBC რადიო მაუწყებელთან და აკადემიკოს პეგი რეინოლდსთან. [49] ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ ვინტერსონი ჩაერთო თეატრის რეჟისორ დებორა უორნერთან . 2015 წელს იგი დაქორწინდა ფსიქოთერაპევტ სიუზი ორბახზე, რომელიც არის ავტორი წიგნისა Fat is a Feminist Issue . [50] წყვილი 2019 წელს დაშორდა ერთმანეთს. [51]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.nndb.com/lists/515/000063326/
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  7. 7.0 7.1 7.2 Babelio — 2007.
  8. FemBio database
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. Munzinger Personen
  12. 12.0 12.1 12.2 Deutsche Nationalbibliothek Record #119484919 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  13. http://www.smh.com.au/entertainment/books/catching-up-with-the-past-20111208-1ojpg.html
  14. http://www.theguardian.com/books/2008/jun/10/jeanettewinterson
  15. 15.0 15.1 http://web.archive.org/web/20160401161149/http://jeugdliteratuur.org/auteurs/jeanette-winterson
  16. 16.0 16.1 BBC Programme Catalogue
  17. 17.0 17.1 http://mak.bn.org.pl/cgi-bin/KHW/makwww.exe?BM=01&IM=04&NU=01&WI=A26335335
  18. http://www.cornerhouse.org/film/film-events/jeanette-winterson-in-conversation-with-screenwriter-abi-morgan
  19. JSTOR — 1995.
  20. 20.0 20.1 20.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1176.
  21. http://news.bbc.co.uk/mobile/bbc_news/entertainment/646/64642/story6464297.wml
  22. http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-22622194
  23. http://www.bbc.co.uk/news/entertainment-arts-27906653
  24. The Fine Art Archive
  25. 25.0 25.1 25.2 Czech National Authority Database
  26. Virtual International Authority File[Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
  27. OpenData BNP
  28. CONOR.SI
  29. LIBRISNational Library of Sweden, 2015.
  30. https://www.penguin.co.uk/books/359648/art-objects-by-jeanette-winterson/9780099590019
  31. Thomas J. The 25 Most Influential Works of Postwar Queer Literature // T: The New York Times Style Magazine / D. NeedlemanNYC: The New York Times Company, 2023.
  32. Jeanette Winterson en-US. ციტირების თარიღი: 2023-12-31
  33. Brooks, Libby (2 September 2000). „Power surge“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2008. ციტირების თარიღი: 11 December 2016.
  34. 34.0 34.1 Winterson, Jeanette (b. 1959). ციტირების თარიღი: 4 December 2008
  35. Jaggi, Maya (28 May 2004). „Redemption songs“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 January 2013. ციტირების თარიღი: 23 November 2019.
  36. Gold, Tanya (28 October 2011). „Page in the Life: Jeanette Winterson“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2019. ციტირების თარიღი: 23 November 2019.
  37. „Amazon sorry for book sales error which hit Accrington author“. Lancashire Telegraph. 14 April 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 August 2019. ციტირების თარიღი: 9 December 2016.
  38. Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: 2024-02-19.
  39. How the world finally caught up with Jeanette Winterson (26 August 2019). ციტირების თარიღი: 2019-09-04
  40. Kate Kellaway (25 June 2006). „If I Was a Dog, I'd Be a Terrier“. The Observer. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 September 2014. ციტირების თარიღი: 6 December 2008.
  41. Winterson, Jeanette (9 October 2009). „The story of my Spitalfields home“. The Times. ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2019. ციტირების თარიღი: 2019-01-12 – წარმოდგენილია www.thetimes.co.uk-ის მიერ.
  42. Winterson, Jeanette (12 June 2010). „Once upon a life: Jeanette Winterson“. The Guardian. ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 July 2018. ციტირების თარიღი: 2019-01-12 – წარმოდგენილია www.theguardian.com-ის მიერ.
  43. Khomami, Nadia (23 January 2017). „Jeanette Winterson to close London shop due to business rates surge“. The Guardian. ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2019. ციტირების თარიღი: 2019-01-12 – წარმოდგენილია www.theguardian.com-ის მიერ.
  44. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  45. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  46. „The Daylight Gate by Jeanette Winterson – review“. The Guardian. 16 August 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2014. ციტირების თარიღი: 9 October 2013.
  47. Suzi Feay - Things That Go Bleep in the Night en (2024-01-24). ციტირების თარიღი: 2024-01-24
  48. Gadher, Dipesh (26 October 2008). „Lesbian novelist Jeanette Winterson planned last visit to dying ex-lover“. The Sunday Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2016. ციტირების თარიღი: 17 March 2011.
  49. Maya Jaggi (29 May 2004). „Saturday Review: Profile: Jeanette Winterson“. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 January 2013. ციტირების თარიღი: 4 December 2008.
  50. Stuart Jeffries (22 February 2010). „Jeanette Winterson: 'I thought of suicide'. The Guardian. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 July 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2011.
  51. Jeanette Winterson: 'The male push is to discard the planet: all the boys are going off into space' en. ციტირების თარიღი: 2021-09-03