ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა  ბუტანში— ჯანმრთელობის დაცვას ქვეყნის განვითარების და მოდერნიზაციის სქემაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პრიორიტეტი აქვს. ჯანდაცვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც მთავრობაში წარადგენს ჯანდაცვის მინისტრი. [1][2]

საავადმყოფო ფობჯიკას ველზე( Phobjika Valley)

ჯანდაცვის სისტემა

რედაქტირება

ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის ერთიანი სისტემის დანერგვა 1970-იან წლებში დაიწყო.

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები

რედაქტირება
 
ბუტანის ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის მინისტრი, ბ-ნი ლიონპო ზანგლი დუკპა და ბუტანის ელჩი ინდოეთში, ბ-ნი ვ. ნამგიელი, ნიუ დელიში ხვდებიან კავშირის ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის მინისტრს შრი ღულამ ნაბი აზადს.

2009 წელს მთელ ბუტანში იყო 31 საავადმყოფო. ძონგხაგების უმეტესობას ერთი საავადმყოფო მაინც ჰქონდა, გასას გარდა. თიმფუს ჰქონდა 5 საავადმყოფო, ხოლო ჩუქხას, სამცეს და ტრაშიგანგის  ძონგხაგებს — თითო თითო. გარდა ამისა, თითოეულ ძონგხაგს ჰქონდა არაერთი მცირე სამედიცინო დაწესებულება.

3,756 მედპერსონალი მუშაობდა საავადმყოფოებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში: 176 ექიმი, 556 ექთანი, 92 მედდის თანაშემწე; 505 სამედიცინო-სანიტარული თანამშრომელი, 35 სანიტარული ექიმი და მათი თანაშემწეები. 41 drungtshos (ხალხური მედიცინის ექიმი), 52 smenpas  (ხალხური მედიცინის ექიმი), 12 ფარმაცევტი, 79 აფთიაქის თანამშრომელი, 13 ლაბორატორიული ტექნოლოგი; 549 სხვა პროფესიონალი და ასისტენტი, ასევე 1601 ადმინისტრაციის თანამშრომელი და დამხმარე პერსონალი. [3]

ჯანმრთელობის პრობლემები

რედაქტირება

2009 წლის მონაცემებით, ბუტანის უმრავლესობისათვის ხელმისაწვდომი იყო სასმელი წყალი (83%) და ძირითადი სანიტარული მომსახურება (91%). ყველაზე გავრცელებული დაავადებები იყო დიარეა (10 000 ადამიანზე 2,892) და პნევმონია (1,031) 5 წლამდე ასაკის ბავშვებში; კანის ინფექციები (1322); კონიუნქტივიტი (542), ჰიპერტენზია (310) და ნაწლავის ჭიები (170). ნაკლებად გავრცელებული დაავადებები იყო შაქრიანი დიაბეტი (ყოველ 10 000 ადამიანზე 38); ალკოჰოლთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადება (23) და კიბო (17). მალარიისა და ტუბერკულოზის სიხშირე ზოგადად დაბალია, 10 000-ზე  10-15 შემთხვევა შესაბამისად.

ბუტანში დაფიქსირებულია  გრიპის შტამები— H1N1 ("ღორის გრიპი") და H5N1 ("ფრინველის გრიპი"). 2009 წელს დაფიქსირდა H1N1 შტამის 6 შემთხვევა, არცერთი მათგანი ფატალური არ აღმოჩნდა. ამასთან, გევოგ ფხუნჩოლინგში მოხდა "ფრინველის გრიპის" მინიმუმ ერთი აფეთქება. ეს დაავადება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჯანდაცვის სამინისტროში.

2010 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია აივ ინფექციის 185 შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებების რაოდენობის ზრდას უკავშირებს თავაშვებული ცხოვრების წესს, ნარკოტიკების მოხმარებას და აივ / შიდსის გავრცელებას მეზობელ ქვეყნებში.

დედათა და ბავშვთა დაცვა

რედაქტირება

2011 წლის ივნისში გაეროს მოსახლეობის ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში სამეანო მდგომარეობის შესახებ. იგი შეიცავს მონაცემებს სამეანო დახმარების, ახალშობილთა პოლიტიკისა და დედათა სიკვდილიანობის შესახებ 58 ქვეყანაში. 2011 წელს ბუტანის დედათა სიკვდილიანობა იყო 200 100000 მშობიარობაზე. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 254,9 იყო, ხოლო 1990 წელს—1145,4 გარდაცვლილი. ახალშობილთა სიკვდილიანობა 81 გარდაცვალებაა 1000 ახალშობილზე. ქვეყანაში 1000 მშობიარეზე 15 მეანია.

2008 წლის მონაცემებით, მთავრობის იმუნიზაციის პროგრამამ მოიცვა მოსახლეობის 90% .  2010 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ბუტანელ ქალთა ფარული აბორტების ზრდის ტენდენცია აღინიშნა (466 2003 წელს; 1057 2009 წელს), რაც სავარაუდოდ მეზობელ ინდოეთში ხორციელდებოდა და ხელს უწყობდა დედათა სიკვდილიანობის ზრდას ბუტანში.

საკვების ხარისხი

რედაქტირება

2005 წლის  სუესათის კანონის (Food Act of 2005) თანახმად, ბუტანმა შექმნა ეროვნული სურსათის კონტროლის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ათი წევრი სხვა სამინისტროებიდან და დეპარტამენტებიდან (ჯანდაცვის, ვაჭრობის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის). კომისია აყალიბებს მთავრობის კვების პოლიტიკას. სურსათის კანონი ასევე არეგულირებს სურსათის იმპორტსა და ექსპორტს[4].

თამბაქოს მოწევა

რედაქტირება

ბუტანის მთავრობა აქტიურ კამოანიას ეწევა თამბაქოს მოწევისა და მისი გაყიდვის წინააღმდეგ საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სისხლის სამართლებრივი  წახალისების გამოყენებით.  2010 წელს მიღებულ იქნა ბუტანის 2010 წლის თამბაქოს კონტროლის აქტი (en:Tobacco Control Act of Bhutan 2010), რომელიც კრძალავს თამბაქოს გაყიდვას და აწესებს გადასახადს იმპორტზე. კანონი ასევე თამბაქოს კონტროლის საბჭოს ანიჭებს უფლებამოსილებას უზრუნველყოს  სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა თამბაქოზე დამოკიდებულების დიაგნოზისა და მკურნალობის მიზნით.[5][6]

ალკოჰოლი

რედაქტირება

ბუტანი ასევე ცდილობს წინ აღუდგეს მოსახლეობაში ალკოჰოლის მოხმარებას ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო. 2011 წელს მთავრობამ მიიღო განკარგულება ალკოჰოლის კონტროლზე, რომლის შედეგადაც სამჯერ გაიზრდა ალკოჰოლის გადასახადი. შესაბამისად, შემცირდა ალკოჰოლის გაყიდვები და გაიზარდა ფასები. ბოლო პერიოდში სტუდენტებში ალკოჰოლის მოხმარება გაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი გარიცხეს ბუტანის ელიტარული  შერუბცეს კოლეჯიდან.[7]

ჯანდაცვამ ბუტანში განვითარება სწრაფად დაიწყო 1960-იან წლებში ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსებით და ქვეყნის მასშტაბით ახალი საავადმყოფოებისა და ამბულატორიების გახსნით. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში 29 საავადმყოფო ფუნქციონირებდა (მათ შორის 5 კეთროვანთა, 3 არმიის საავადმყოფო და ერთი მობილური საავადმყოფო), 46 ამბულატორია, 67 სამედიცინო პუნქტი და 15 ანტიმალარიული ცენტრი. დიდი საავადმყოფოები იყო თიმფუში, გელეფუში და ტრაშიგანგში. საავადმყოფოების საწოლების რაოდენობა 1988 წელს 932 იყო. სამედიცინო პერსონალის მწვავე უკმარისობა იყო. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, იქ მხოლოდ 142 ექიმი და 678 მედპერსონალი მუშაობდა, დაახლოებით ერთი სამედიცინო სპეციალისტი ყოველ 2000 ადამიანზე, ან მხოლოდ ერთი ექიმი თითქმის 10,000 ადამიანზე.

სამეფო  სამედიცინო ინსტიტუტმა 1974 წელს დაარსებულ ეროვნულ საავადმყოფოსთან ერთად მოაწყო კურსები სანიტარების, ექთნების და ბებიაქალებისთვის.  კურსდამთავრებულები  ეროვნული ჯანმრთელობის სისტემის ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენდნენ. ისინი   სამედიცინო მუშაკებს ქვეყნის მასშტაბით ეხმარებოდნენ, ხოლო მათ დასახმარებლად სოფლებიდან მოხალისეები აიყვანეს.

მკურნალობა  ქვეყანაში უფასოა და მთავრობა აფინანსებს ჯანდაცვის უნივერსალურ სისტემას. ამასთან, ბუტანში რამდენიმე საავადმყოფოა და ზოგ დაავადებას, მაგალითად კიბოს, ბუტანში არ მკურნალობენ. პაციენტები, რომლებიც ბუტანში განკურნებას ვერ ახერხებენ, ინდოეთის საავადმყოფოებში გადაყავთ და მათ მკურნალობას ანაზღაურებს ბუტანის მთავრობა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Bhutan (ინგლ.) World Health Organization. მიმართვის თარიღი: 17 მაისი 2014.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dorji, Tandi; Melgaard, Bjorn (2012). Medical History of Bhutan:chronicle of health and disease from Bon times to today. Thimphu: Centre for Research Initiatives.
  • Taee, Jonathan (2017). The Patient Multiple: An Ethnography of Healthcare and Decision-Making in Bhutan. Berghahn Books.
  1. "Annual Health Bulletin 2010" (PDF). Ministry of Health (Government of Bhutan). 2010. ISBN 978-99936-767-2-0. Archived from the original (PDF) on 2011-07-06. Retrieved 2011-03-10.
  2. "The Constitution of the Kingdom of Bhutan" (PDF). Government of Bhutan. 2008-07-18. Archived from the original (PDF) on 2012-09-04. Retrieved 2011-03-02.
  3. State of World's Midwifery 2011. — United Nations Population Fund, 2011. — P. 46–47. — ISBN 9780897149952.
  4. Food Act of Bhutan,[მკვდარი ბმული] 2005 Government of Bhutan (30 November 2005). მიმართვის თარიღი: 23 ივნისი 2011.
  5. "Tobacco Control Act of Bhutan, 2010" დაარქივებული 2012-03-16 საიტზე Wayback Machine. . Government of Bhutan (16 June 2011). მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2011. დაარქივებულია 14 აგვისტო 2012 .
  6. "Penal Code of Bhutan"[მკვდარი ბმული] (PDF). Government of Bhutan. 2004-08-11. Retrieved 2011-01-21.
  7. Jigme Wangchuck. Regulation and duty hit bars . Bhutan Observer (5 July 2011). მიმართვის თარიღი: 23 ივლისი 2011. დაარქივებულია 14 აგვისტო 2012 .
  8. Robert L. Worden. Bhutan: Health . Library of Congress Federal Research Division (September 1991). მიმართვის თარიღი: 25 ივლისი 2011. დაარქივებულა 14 აგვისტო 2012