თიმფუ (ཐིམ་ཕུག།) — ბჰუტანის დედაქალაქი 1961 წლიდან. იგი მოსახლეობის რაოდენობით 98,676 (2005) უდიდესი ქალაქია ბჰუტანში.

ქალაქი
თიმფუ
ཐིམ་ཕུག།
The capital city o galleryfull.jpeg
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 27°28′00″ ჩ. გ. 89°38′30″ ა. გ. / 27.46667° ჩ. გ. 89.64167° ა. გ. / 27.46667; 89.64167
დაარსდა 1955
ფართობი 26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2,320
მოსახლეობა 98,676 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი 232, 233 და 234
ოფიციალური საიტი http://www.thimphucity.bt/
თიმფუ — ბჰუტანი
თიმფუ

2005 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 79 185 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2012 წლის შეფასებით — 99 021 ადამიანი[1]. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვანგ ჩუს დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.

თიმფუ — ბჰუტანის რაიონი (ძონხაგი), რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც, ამავე სახელწოდების ქალაქია.

კლიმატირედაქტირება

კლიმატი სუბტროპიკული მუსონურია. ზამთარობით უბერავს კონტინენტური მშრალი ქარი, თუმცა, ჰაერის ცივი მასების გავრცელებას მაღალი მთები ეწინააღმდეგება. ამის გამო წლის ამ სეზონზე ქალაქში ტემპერატურა ცვალებადია და ძალიან დიდ ფარგლებში მერყეობს (ღამით მსუბუქად ყინავს, სამაგიეროდ დღისით ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 15 გრადუსს, ზოგჯერ მეტსაც მიაღწიოს), ნალექიანობა მცირეა. ზაფხულობით ინდოეთის ოკეანიდან ქარი უბერავს, ნალექიანობა ძალიან მაღალია.

დედაქალაქირედაქტირება

ტაშიჩოს ციხესიმაგრე აგებულია XIII საუკუნეში, როგორც მონასტერი, რესტავრირებულია XX 60-იან წლებში, 1952 წლიდან აქ განთავსებულია ქვეყნის მთავრობა. ზაფხულობით აქ ცხოვრობს აგრეთვე ქვეყნის სასულიერო ლიდერი ჯე კენპო. ქვეყნის მეფეს ჯიგმე სინგე ვანგჩუკს ამ ციხესიმაგრეში აქვს სამუშაო კაბინეტი.

დენჩენჩოლინგის სასახლე, მეფის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს თიმფუს ჩრდილოეთით, ქალაქიდან არცთუ შორს არის აგრეთვე ტანგოს მონასტერი და ჩერის მონასტერი.

თიმფუშია ბუტანის მთავრობა, ბუტანის პარლამენტი და აღმასრულებელი ორგანოები, ქვეყნის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება აქ. თიმფუშია აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები, გაეროს ოფისი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

კლიმატირედაქტირება

წლიური ამინდი — Thimphu
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
საშუალო მაღალი °C (°F)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F)
ნალექი მმ (დუიმი)
წყარო: Weatherbase[2]


ტურიზმირედაქტირება

თიმფუში თამოყრილია ქვეყნის უდიდესი სასტუმროები, თიმფუში ტურისტები უმეტესად შემოდგომის ფესტივალების, ცეჩუს დროს ჩადიან.

თიმფუს ღირსშესანიშნაობები და სანახებირედაქტირება

თიმფუში დაბადებულნირედაქტირება


 
თიმფუს პანორამული ხედი


სქოლიორედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Bhutan: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-27. ციტირების თარიღი: 2012-04-30.
  2. Weatherbase: Historical Weather for Thimphu.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თიმფუ&oldid=3689159“-დან