ჯანდაცვა ბაჰრეინში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა ბაჰრეინშიბაჰრეინს აქვს ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა, რომელიც მოქმედებს 1960 წლიდან. საზოგადოებრივი ჯანდაცვა უფასოა ბაჰრეინის მოქალაქეებისთვის და სუბსიდირებულია არა ბაჰრეინელებისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯანმრთელობის დანახარჯებმა ბაჰრეინის მშპ-ს 4,5% შეადგინა. განსხვავებით სპარსეთის ყურის მეზობელი სახელმწიფოებისგან, ჯანმრთელობის სექტორში დასაქმებული  ბაჰრეინელი ექიმები და ექთნები ქვეყნის მუშახელის უმეტესობას წარმოადგენენ. [1][2][3]

ალ რასალას სამედიცინო-კვლევითი ცენტრი

ჯანმრთელობის დაზღვევა

რედაქტირება
 
ბაჰრეინის საავადმყოფოში მომუშავე ქალები
 
საავადმყოფოს პერსონალი
 
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანა

ჯანმრთელობის დაზღვევის კანონი, 2018 წლის No23 ამოქმედდა 2018 წლის 1 დეკემბერს. იგი ადგენს ჯანმრთელობის მარეგულირებელ ეროვნულ ორგანოს, რომელიც ააარსებს ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ ფონდს და რომელსაც კოორდინაციას უწევს ჯანმრთელობის უმაღლეს საბჭო. განხორციელდება ფონდის ინვესტიცია  და მისი მართვა მოხდება არჩეული დირექტორთა საბჭოს მიერ. სადაზღვევო შენატანებს უზრუნველყოფენ ჯანდაცვის პროვაიდერები. შეიქმნება ჯანმრთელობის ინფორმაციისა და ცოდნის მართვის ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და ამუშავებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, ყველა ბენეფიციარისთვის ყოვლისმომცველი ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების გამოყენებით. ყველა მოქალაქეს, რეზიდენტს და ვიზიტორს მოეთხოვება გადაიხადოს სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური. [4]

სარგებელი გათვალისწინებულია კანონით. დამსაქმებლებმა უნდა გადაიხადონ სადაზღვევო შენატანები თავიანთი უცხოელი თანამშრომლების და, ზოგ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრების დაზღვევისთვის. ბაჰრეინის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ნებაყოფლობითი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები ფონდის საშუალებით, რაც დაფარავს საავადმყოფოების ან კერძო სექტორის დაწესებულებების ხარჯების 60% -ს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაფარულია უცხოელი ვიზიტორებისთვის, თუმცა ვიზების ღირებულება გაიზრდება.

პირველი საავადმყოფო ბაჰრეინში იყო ამერიკული მისიის საავადმყოფო, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1893 წელს, როგორც პატარა დისპანსერმა, მაგრამ მაგრამ მალე გადაიქცა კლინიკად. შემდეგ, სათანადო შენობის დასრულების შემდეგ, მეისონის მემორიალური საავადმყოფო ოფიციალურად გაიხსნა 1903 წლის 26 იანვარს, რომელიც თავდაპირველ სახელს ატარებდა 1962 წლამდე.[5]

პირველი საჯარო საავადმყოფო, ისევე როგორც სპეციალიზებული საავადმყოფო, რომელიც ბაჰრეინში გაიხსნა, იყო სალმანიას სამედიცინო კომპლექსი მანამას სალმანიას რაიონში. ფსიქიატრიული საავადმყოფო ერთადერთი ასეთი საავადმყოფოა ქვეყანაში. ქვეყნის მასშტაბით ასევე არის კერძო საავადმყოფოები, მაგალითად ბაჰრეინის საერთაშორისო საავადმყოფო. [6][7][8]

გავრცელებული დაავადებები

რედაქტირება

2013 წელს ბაჰრეინში სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 76 კაცისა და 78 ქალისთვის. რეგიონის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, შიდსის და აივ ინფექციის პრევალენტობა შედარებით დაბალია.მალარია და ტუბერკულოზი. არ წარმოადგენს დიდ პრობლემებს ბაჰრეინში, რადგან არცერთი დაავადება  ადგილობრივი არ არის. შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში შემცირდა მალარიისა და ტუბერკულოზის შემთხვევები, ხოლო ბაჰრეინის მოქალაქეებს შორის ავადობის შემთხვევები იშვიათი გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო სპონსორებას უწევს ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგო რეგულარულ ვაქცინაციულ კამპანიებს, ასევე  B ჰეპატიტის კამპანიას. ბოლო წლებია ბაჰრეინ სიმსუქნის ეპიდემიას ებრძვის,  რადგან მამაკაცთა 28,9% და ქალთა 38,2% კლასიფიცირებულია ჭარბწონიანთა კატეგორიაში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ბაჰრეინში სიკვდილიანობის 32% -ს შეადგენს, რაც სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზია ქვეყანაში (მეორე ადგილზეა სიმსივნური დაავადებები). მწვავე ანემია და თალასემია ფართოდ არის გავრცელებული ქვეყნის მასშტაბით, კვლევამ აჩვენა, რომ ბაჰრეინის მკვიდრთა 18% მწვავე ანემიური დაავადების მატარებელია და 24% თალასემიის მატარებლები.[9][10]

სიმსუქნე

რედაქტირება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შეფასებით, ბაჰრეინის მოზრდილთა თითქმის 66% მსუქანი ან ჭარბწონიანია.[11]

2000 წელს დაადგინეს, რომ 12-17 წლის ასაკის ბავშვებში ჭარბი წონის მქონე ბიჭების 29,9% და გოგონების 42,4% იყო. ჯანმო-ს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა MONICA-მ  დაადგინა, რომ საშუალო სკოლაში ბიჭების 15,6% და გოგონების 17,4% ჭარბი წონა აქვთ. ბაჰრეინში ასევე არის მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მე -5), ბაჰრეინის მოსახლეობის 15% -ზე მეტს აწუხებს დაავადება და მასზე  ქვეყანაში სიკვდილიანობის 5% მოდის. სწრაფი კვების მოხმარების გაზრდამ და მჯდომარე, არაჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებამ გამოიწვია ეს ფენომენი. სკოლის სასადილოებში ლანჩზე მიირთმევენ ცხიმიან და მაღალ ნახშირწყლიან არაჯანსაღ საკვებს, როგორიცაა პიცა, ბურგერები, სენდვიჩები და ზაატარი. ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ კარტოფილს, შოკოლადს და ტკბილ გაზიან სასმელებს, რომლებიც არ შეიცავს მიკროელემენტებს და საკვებ ბოჭკოებს.[12]

თამბაქოს მოწევა

რედაქტირება

ბოლო 10 წლის განმავლობაში ბაჰრეინმა მიიღო მკაცრი კანონები მოწევის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ გულის იშემიური დაავადება მოსახლეობის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა, ამიტომ ლიდერებმა მიიღეს კანონები მათი ქვეყნის მოსახლეობის გაჯანსაღების  იმედით. პრობლემა მხოლოდ მოწევაში არ მდგომარეობს , არამედ თამბაქოს ნაწარმის ყველა ფორმაში. ყველაზე დიდი აკრძალვა, რომელიც ბაჰრეინის ლიდერებმა შემოიღეს, არის საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის ან თამბაქოს ნაწარმის გამოყენების აკრძალვა. კერძოდ, საზოგადოებრივ ადგილებში შედის ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლები და უნივერსიტეტები, გასართობი ადგილები, ლიფტები, სალოცავი ადგილები და ა.შ. კანონის შესაბამისად, ამ კონკრეტული ადგილების მენეჯერებს ევალებათ გამაფრთხილებელი ნიშნები გააკეთონ, რომლითაც მომხმარებელს ეცნობება, რომ მოწევა აკრძალულია მათ დაწესებულებებში. გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონისა, ბაჰრეინმა ასევე მიიღო კანონი მოწევის და ზოგადად თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების შესახებ. თამბაქოს ნაწარმში შედის სიგარეტი, სიგარა, სხვადასხვა ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი და საღეჭი თამბაქო. ჰუკა. [13][14]

  1. "Health Care Financing and Expenditure" (PDF). WHO. Archived from the original (PDF) on 17 January 2013. Retrieved 26 June 2012.
  2. "Healthcare in the Kingdom of Bahrain" (PDF). Ministry of Health, Bahrain. Archived from the original (PDF) on 27 February 2012. Retrieved 26 June 2012.
  3. "Bahrain". World Health Organization. Retrieved 22 December 2015.
  4. "Bahrain issues new health insurance law".[მკვდარი ბმული] Lexology. 17 December 2018. Retrieved 4 February 2019.
  5. Clarke, Angela (1993). Through the Changing Scenes of Life 1983-1993. The American Mission Hospital Society, Bahrain. ISBN 1-898357-00-5.
  6. Mason, Alfred DeWitt; Barny, Frederick J. (1926). History of the Arabian Mission. New York: Board of Foreign Missions, Reformed Church of America. p. 117. Retrieved 31 December 2020.
  7. Scudder III, Lewis R (1998). The Arabian Mission's Story: In Search of Abraham's Other Son - Historical Series of the Reformed Church in America (HSRCA) (First ed.). Grand Rapids, Michigan: Wm. B. Eerdmans Publishing Co. p. 168. ISBN 0802846165. Retrieved 31 December 2020.
  8. "SMC admissions" (PDF). Ministry of Health, Bahrain. Archived from the original[მკვდარი ბმული] (PDF) on 11 October 2010. Retrieved 26 June 2012.
  9. "Immunization Profile – Bahrain". World Health Organization. Retrieved 26 June 2012.
  10. "Country Profile- Bahrain" (PDF). WHO. Retrieved 26 June 2012.
  11. "Bahrain: Nutrition Country Profiles".. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-02. ციტირების თარიღი: 2021-11-02.
  12. "Diabetes in Bahrain". TimeOut Bahrain. Retrieved 26 June 2012.
  13. Bahrain – Law No. 8. PDF. 2009. https://www.tobaccocontrollaws.org/files/live/Bahrain/Bahrain%20-%20Law%20No.%208.pdf[მკვდარი ბმული]
  14. Bahrain: Smoking in public. (2016). Retrieved from https://www.tripadvisor.com/Travel-g293996-c67179/Bahrain:Smoking.In.Public.html