ჯანდაცვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
ჯანდაცვა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში— არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები ზოგადად მაღალია, რაც გამოწვეულია ეკონომიკური აღმავლობის წლების პერიოდში მთავრობის ხარჯების გაზრდით. არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები 1996 წლიდან 2003 წლამდე შეადგენდა 1,601,384,360.05 AED [436 მილიონი აშშ დოლარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2004 წელს ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.9 პროცენტს შეადგენდა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვაზე ერთ სულ მოსახლეზე დანახარჯებმა 497 აშშ დოლარი შეადგინა. ჯანდაცვა ამჟამად უფასოა მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეებისთვის. ქვეყანაში შვიდი საამიროა.[1]
მსოფლიო ბანკის მონაცემებით დუბაი და აბუ დაბი რეგიონში მეორე და მესამე ადგილზეა ყველაზე პოპულარული სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით იორდანიის შემდეგ. 2015 წლის პირველ ნახევარში დუბაიმ 260,000 სამედიცინო ტურისტი მიიზიდა.
ისტორია
რედაქტირებაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში თანამედროვე ჯანდაცვის საწყისი ეტაპი უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც რეგიონი სახელშეკრულებო სახელმწიფოების სახელით იყო ცნობილი.
1943 წელს გაიხსნა მცირე სამედიცინო ცენტრი დუბაის ალ რასას რაიონში. 1951 წელს დუბაის მმართველის შეიხ საიდ ბინ მაქთუმის პატრონაჟით აშენდა ალ მაქთუმის სახელობის საავადმყოფოს პირველი ნაწილი, რომლის მშენებლობა შემდეგ წლებში გაგრძელდა 157 საწოლიანი საავადმყოფოს აშენებამდე. 1960 წელს შეიხი შახბუტი და აბუ დაბის შეიხი ზაიდი ესტუმრნენ ამერიკულ მისიას მასკატში და იმდენად აღფრთოვანებული დარჩნენ იქ ნანახით, რომ მათ პასუხისმომაგებელი წყვილი პატ და მარიან კენედები მიიწვიეს ალ-აინში კლინიკის გასახსნელად. კლინიკის გახსნის ცერემონია იმავე წლის ნოემბერში გაიმართა. იგი ოფიციალურად ცნობილი გახდა როგორც ოაზისის საავადმყოფო, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფორმალურად "კენედის საავადმყოფო".[2]1966 წელს აბუ დაბიში გაიხსნა მცირე ამბულატორიული განყოფილება, ერთი წლის შემდეგ კი დაინიშნა დოქტორი ფილიპ ჰორნიბლოუ, რომელსაც დაევალა ეროვნული ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის განვითარება.[3] ამის შემდეგ 1968 წელს აბუ დაბის მაშინდელმა მმართველმა შეიხ ზაიდმა გახსნა ახალი ცენტრალური საავადმყოფო. კერძო სექტორს, როგორც პიონერებს კერძო სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სექტორების განვითარებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის ირანული ჰოსპიტალის, სპარსეთის ყურის უნივერსიტეტის GMC საავადმყოფოების და ექიმ სულეიმან ალ ჰაბიბის საავადმყოფოს DHCC ხელმძღვანლობით.[4]
ჯანმრთელობის დაცვის სისტემები
რედაქტირებაარაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1970 წელთან შედარებით, როდესაც 7 საავადმყოფო იყო, ამჟამად 40 საავადმყოფოა. ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს მრავალმილიონიან პროგრამას შვიდ საამიროში ჯანმრთელობის დაწესებულებების, საავადმყოფოების, ჯანმრთელობის ცენტრებისა და ტრავმატოლოგიური ცენტრების გაფართოების მიზნით. აბუ დაბიში გაიხსნა ყველაზე თანამედროვე 143 საწოლიანი ზოგადი საავადმყოფო, ტრავმატოლოგიური განყოფილება და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პირველი ბინაზე მომსახურების სამედიცინო პროგრამა. არაბთა გაერთიანებული საამიროების მდიდარი მოქალაქეებისა და ემიგრანტების მოსაზიდად, რომლებიც ტრადიციულად საზღვარგარეთ მიემგზავრებიან სერიოზული სამედიცინო მომსახურების მისაღებად, დუბაი ავითარებს დუბაის ჯანმრთელობის ქალაქს, საავადმყოფოსგან დაცულ ზონას, რომელიც მსურველებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების წამყვან კერძო სამედიცინო მომსახურებას და უზრუნველყოფს აკადემიური სამედიცინო სასწავლო ცენტრით (დასრულდა 2010 წელს). 12 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად სტუმრობს დუბაის სამედიცინო მომსახურების მისაღებად.[5]
ელექტრონული სამედიცინო ბარათები
რედაქტირებააბუ დაბი ლიდერია ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის მონაცემების სისტემის გამოყენებაში გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკის შეფასებისთვის.[6]
აბუ დაბის საამირო
რედაქტირება2006 წლის იანვრიდან აბუ დაბიში მცხოვრები ყველა მოსახლეს სამედიცინო მომსახურება დაფარულია ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი ყოვლისმომცველი პროგრამით; ხარჯები გადანაწილდა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. 2007 წლამდე მთავრობის საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვას ახორციელებდა ჯანმრთელობის დაცვის გენერალური ორგანო GAHS. 2007 წელს ეს უფლებამოსილება გადაკეთდა შემდეგნაირად:
აბუ დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანდაცვის ინდუსტრიის რეგულირებასა და ჯანმრთელობის პოლიტიკის შემუშავებაზე.
აბუ დაბის სამედიცინო მომსახურების კომპანია, SEHA პასუხისმგებელია სამთავრობო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მართვაზე აბუ დაბიში. ამჟამად, SEHA მართავს 57 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს, 13 საავადმყოფოს, 3 დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრებს, 3 სპეციალიზებულ სტომატოლოგიურ ცენტრს, აუტიზმის ერთ ცენტრს და 5 სპეციალურ დაწესებულებას, როგორიცაა სარეაბილიტაციო, სისხლის ბანკი და მცენარეებით მკურნალობის ცენტრი.[7]
დუბაის საამირო
რედაქტირებადუბაის ჯანდაცვის ორგანო (DHA): დუბაის საამიროში სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებისათვის
დუბაის ჯანდაცვის ქალაქი (DHCC): დუბაის ჯანდაცვის ქალაქის კერძო სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტრო (არაბთა გაერთიანებული საამიროები) (MOH): სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებებისთვის შარჯაში, აჯმანში და ჩრდილოეთის დანარჩენ საამიროებში. ასევე რამდენიმე საზოგადოებრივი დაწესებულება დუბაიში, როგორიცაა ალ ბარშას ჰოსპიტალი და ალ ამალის ფსიქიატრიული საავადმყოფო.
კვლევები ტარდება დუბაის ჯანდაცვის ორგანოს (DHA) მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს უფლებამოსილება ჩამოაყალიბოს და განახორციელოს ჯანმრთელობის პოლიტიკა და სტრატეგიები.
2012 წელს DHA– ს მიერ ჩატარდა კვლევა დუბაის ჯანდაცვის ყველა დაწესებულების შეფასების მიზნით, დუბაის კლინიკური სერვისების შესაძლებლობების გეგმის 2020 (DCSCP) შემუშავების მიზნით. 2012 წლის 2 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ჩატარდა საამიროების პირველი ყოვლისმომცველი გამოკვლევა ჯანდაცვის სერვისების შესახებ. კვლევის მიზანი იყო დუბაის ჯანდაცვის ბაზარზე არსებული ხარვეზების დადგენა და დუბაიში ჯანდაცვის სამომავლო სერვისების დაგეგმვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ "Archived copy". Archived from the original on 2015-12-22. Retrieved 2015-12-22.
- ↑ "Oasis Hospital History" Archived 2014-02-09 at the Wayback Machine
- ↑ ”Our History – Dubai Health Authority” დაარქივებული 2021-11-03 საიტზე Wayback Machine. Archived 2013-03-24 at the Wayback Machine
- ↑ Beshyah, Salem and Anas, "Central Hospital of Abu Dhabi: Forty Years of Service to the Community (1968-2008)"; Kazi, Nazir Mohammad, “Early Days of Health Service in Abu Dhabi, United Arab Emirates: A Personal Perspective”, Ibnosina Journal of Medicine and Biomedical Sciences, Vol. 5, no. 2 (2013), pp. 99–13 [https://web.archive.org/web/20211103124654/https://www.ijmbs.org/ დაარქივებული 2021-11-03 საიტზე Wayback Machine. [1]]
- ↑ United Arab Emirates country profile. Library of Congress Federal Research Division (July 2007). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ "OxHA Summit '10 – Video". 3FOUR50. Archived from the original on 26 February 2012. Retrieved 4 September 2013.
- ↑ Seha, Abu Dhabi Health services Co. (12 October 2008), Electronic Patient Care Reporting System Issue date (PDF), retrieved January 23, 2009