ჯანდაცვა აზერბაიჯანში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯანდაცვა აზერბაიჯანში —სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა— ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელშიც შედის აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, სახელმწიფო დაქვემდებარების სამედიცინო და პროფილაქტიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ფარმაცევტული და სანიტარიულ-პროფილაქტიკური დაწესებულებები, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებით დაკავებული საწარმოები, სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება და მედიკამენტები, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.[1]

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის ორგანიზაციული სისტემა

რედაქტირება
 
ჯანდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე აზერბაიჯანში 1995-2014 წლებში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მსოფლიო ბანკის მონაცემები [2]

ჯანდაცვის ორგანიზაციული სისტემა პრაქტიკულად არ შეცვლილა აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის დღეებიდან, საბჭოთა ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

ჯანმრთელობის ძირითადი ინსტიტუტი ჯანდაცვის სამინისტროა, რომელიც ეწევა მოსახლეობის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ქვეყანაში საშიში დაავადებების პრევენციას და ა.შ.

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შედის სამინისტრო, ქალაქ ბაქოს ჯანდაცვის მთავარი დეპარტამენტი, განჯის ჯანმრთელობის მთავარი დეპარტამენტი და სუმგაითის ჯანმრთელობის მთავარი დეპარტამენტი.

დღეისათვის გადაჭარბებული ბიუროკრატიზაცია კვლავ წარმოადგენს  ჯანდაცვის სისტემის  პრობლემას, შესაბამისად,  ყველაზე სასურველ შემდგომ გარდაქმნად ითვლება დეცენტრალიზაცია. პირველი ნაბიჯები გადადგმულია დაფინანსების სფეროში.[3][4]

დაფინანსება

რედაქტირება

დაფინანსების  თანხის უმეტესი წილი (დაახლოებით 90%) მოდის მთავრობის გამოქვითვებზე, მხოლოდ 1% — თვითდაფინანსებაზე. დანარჩენი 9% დაფინანსებულია საერთაშორისო სპონსორების მიერ. ამრიგად, საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს უწყობენ ჯანდაცვის სისტემის განვითარებას:[5] UNICEF, UNHCR და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ისინი ეხმარებიან როგორც ფინანსურად, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების დახმარებით.

უფრო მეტიც, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩაატარა კვლევა სახელწოდებით  «Study of Health Care Demand, Attitudes towards Paid Health Care, Health Care Expenditures in Kuba District» ჯანდაცვის სფეროში გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე შემუშავდა შემდგომი მოქმედებების გეგმა ამ სფეროს განვითარებისათვის.

ჯანდაცვის სფეროში გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე შემუშავდა შემდგომი მოქმედებების გეგმა ამ სფეროს განვითარებისათვის. «The Kuba Project» გულისხმობს: სისტემის რაციონალიზაციას, სპეციალიზებული კლინიკებისა და მულტიდისციპლინარული საავადმყოფოების გაერთიანებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, სახელმწიფოს მაკონტროლებელი და გადამწყვეტი როლით.

საზოგადოების მონაწილეობა განხორციელდება სპეციალურ დაწესებულებებში:  «Health Councils» (ჯანმრთელობის საბჭოები), «Health Committees» (ჯანმრთელობის კომიტეტები ) და «District Health Advisory Boards»( რაიონული ჯანმრთელობის საკონსულტაციო საბჭოები). ასეთი ორგანიზაციები ჩაერთვებიან ჯანმრთელობის საქმიანობის კოორდინაციაში; ადგილობრივი ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაში; სამედიცინო პროფესიონალების დახმარებაში.[6]

რეფორმის მიზნები

რედაქტირება

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომწიფებული პრობლემები მოითხოვს მოქმედებას. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეიმუშავა სპეციალური სამოქმედო გეგმა, რომლის ამოცანებია: ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის აღდგენა, მოსახლეობის ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და მოსახლეობის მოზიდვა ჯანმრთელობის სისტემის განვითარებაში  მონაწილეობის მისაღებად..

სავარაუდოდ საცდელი პროგრამის განხორციელება პრაქტიკაში უნდა დაიწყოს ცალკეულ რეგიონში   და შემდეგ გაგრძელდეს მანამ, სანამ პროგრამა არ გავრცელდება ქვეყნის მასშტაბით. [7]

დოკუმენტირება

რედაქტირება

რეფორმის სამართლებრივი საფუძველი იყო 1998 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება, ისევე როგორც  მთავრობის მიერ მიღებული კანონები რომლებიც ეხებოდა ფარმაცევტულ საქმიანობას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ადამიანის ორგანოების გადანერგვას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვ.

ჯანმრთელობის დაცვის რეფორმაში პოლიტიკური ინსტიტუტების ჩართვა

რედაქტირება

აუცილებელი მედიკამენტებისა და აღჭურვილობის პირველი პარტია მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის შემოწირულების სახით. ჯანდაცვის სამინისტრომ, თავის მხრივ, მოამზადა დირექტივები საჭირო მედიკამენტების და ექიმების მომზადების შესახებ.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ყველა რეფორმის გატარებაზე: იგი იწყებს საკანონმდებლო ცვლილებებს ამ სფეროში, უზრუნველყოფს რეფორმების განხორციელებას და აკონტროლებს მოთხოვნების შესრულებას.

გარდაქმნის გეგმა ასევე ითვალისწინებს საზოგადოების აქტიურ ჩართვას საბჭოების, ჯანმრთელობის კომიტეტებისა და საოლქო მრჩეველთა საბჭოების მეშვეობით.[2]

საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა

რედაქტირება

სისტემის განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციებიც მონაწილეობენ: მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში ჯანდაცვის სისტემის აღორძინების პროექტი შეიქმნა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდს ჯანმრთელობის რეფორმის სფეროში წამყვანი როლი აქვს.ამრიგად, UNICEF უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ დახმარებას; ტრენინგი და დახმარება აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და ტრანსპორტის შესაძენად. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თანაბრად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

1994 წელს ბაქოში დაფუძნდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამხარეო წარმომადგენლობითი ოფისი, რომელიც დაეხმარება ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების განხორციელებას. ოფისი არის მსოფლიო ორგანიზაციო ის საქმიანობის კოორდინატორი აზერბაიჯანში. მისი პროექტებია: აივ ინფექციის, შიდსის, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლა; მოსახლეობის ვაქცინაცია და იმუნიზაცია; ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო სანიტარიული წესების დაცვის უზრუნველყოფა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ЗАКОН АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ ОБ ОХРАНЕ ЗДОРОВЬЯ НАСЕЛЕНИЯ статья 4
  2. 2.0 2.1 "Health expenditure per capita (current US$) | Data". data.worldbank.org. Retrieved 2017-10-02.(ინგლ.)
  3. "History of Healthcare". sehiyye.gov.az (iაზერბაიჯ. ენაზე). Retrieved 2017-08-31.
  4. Ibrahimov F, Ibrahimova A, Kehler J, Richardson E (2010). "Azerbaijan: Health system review. Health Systems in Transition" დაარქივებული 2021-05-16 საიტზე Wayback Machine. (PDF). Health Systems in Transition. 12: 11. ISSN 1817-6127.(ინგლ.)
  5. Ф.Ибрагимов, А.Ибрагимова, Д.Кехлер, Э.Ричардсон. Азербайджан: Обзор системы здравоохранения დაარქივებული 2021-02-24 საიტზე Wayback Machine. (неопр.) // Системы здравоохранения: время перемен. — 2010. — С. 21—39.(რუს.ენაზე)
  6. "Healthcare in Azerbaijan | Expat Arrivals". Expat Arrivals. 2015-12-01. Retrieved 2017-08-31.(ინგლ.)
  7. "The Ministry of Healthcare of the Republic of Azerbaijan". დაარქივებული 2019-10-29 საიტზე Wayback Machine. Azerbaijan.az. Retrieved 31 August 2017.