ჯაკობა
მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ჯაკობა, ჭაობა — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 10 კმ, აუზის ფართობი 24 კვ.კმ. სათავე აქვს ბებესირის ტბაში 15,9 მ სიმაღლეზე. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, აგრეთვე ტბის წყლით. იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,85 მ³/წმ.
ჯაკობა | |
---|---|
სხვა სახელი | ჭაობა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | გალის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
სათავე |
ბებესირის ტბა |
სათავის სიმაღლე | 15,9 მ |
შესართავი |
შავი ზღვა |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 10 კმ |
აუზის ფართობი | 24 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,85 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 533.