ჯაიათუ თუღ თემურ-ყაენი იგივე იმპერატორი ვენძონგი (დ. 16 თებერვალი, 1304 — გ. 2 სექტემბერი, 1332) — იუანის დინასტიის მე-8 იმპერატორი 1328–1332 წლებში, მონღოლთა ნომინალური ყაენი, ქულუგ-ყაენის ვაჟი, ყუბილაის შთამომავალი.

ჯაიათუ-ყაენი
Заяат хаан
მონღოლთა იმპერიის მე-12 დიდი ყაენი და
იუანის დინასტიის მე-8 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 14 ნოემბერი, 1328
მმართ. დასასრული: 3 აპრილი, 1329
წინამორბედი: რაგიბაღ-ყაენი
მემკვიდრე: ხუთუღთუ-ყაენი
მმართ. დასაწყისი: 8 სექტემბერი, 1329
მმართ. დასასრული: 2 სექტემბერი, 1332
წინამორბედი: ხუთუღთუ-ყაენი
მემკვიდრე: რინჩინბალ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 თებერვალი, 1304
დაბ. ადგილი: ხანბალიქი, იუანის დინასტია
გარდ. თარიღი: 2 სექტემბერი, 1332
გარდ. ადგილი: იუანის დინასტია
მეუღლე: ბუდაშირი ხათუნი
სრული სახელი: ჯაიათუ თუღ თემურ-ყაენი
დინასტია: იუანი
მამა: ქულუგ-ყაენი
დედა: ჟენგე ხათუნი
რელიგია: ტიბეტური ბუდიზმი

ჯაიათუმ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მისი ნათესავის, რაგიბაღ-ყაენის გადაყენების შედეგად. 1328 წელს რამდენიმეჯერ დაამარცხა რეგენტ დავლათ-შაჰის არმია და ქალაქი შანდუ აიღო, რის შემდეგაც რაგიბაღ-ყაენი დაატყვევა და სიკვდილით დასაჯა.

მისმა მმართველობამ 4 წლამდეც ვერ გასტანა. 1329 წელს დროებით გადააყენა მისმა უფროსმა ძმამ, ხუთუღთუ-ყაენმა, თუმცა 6 თვეში ჯაიათუმ დაამხო ის და დაიბრუნა ტახტი. ჯაიათუს მმართველობის პერიოდში ჩინეთში დაიწყო კულტურის პროგრესი. ჯაიათუ-ყაენს უყვარდა ხელოვნება და პირადად იყო პოეტების, მხატვრებისა და სწავლულების მფარველი.

1332 წელს 28 წლის ჯაიათუ გარდაიცვალა. ის შეცვალა მისმა ძმისშვილმა, მცირეწლოვანმა რინჩინბალ-ყაენმა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The Cambridge History of China, vol6, pg539
  • Tu-Meng wu erh shih chi, 157. pp. 26a
  • C.P.Atwood-Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire, p. 430
  • The Empire of the Steppes, by Rene Grousset, Naomi Walford, p. 321
  • Herbert Franke, Denis Twitchett, John King Fairbank-The Cambridge History of China: Alien regimes and border states, 907–1368, p. 544
  • Frederick W. Mote- Imperial China 900–1800, p. 471
  • Mediaeval Researches from Eastern Asiatic Sources By E. Bretschneider, Routledge ISBN 0-415-24486-2, Routledge, 2001
  • "The Chaghadaids and Islam: the conversion of Tarmashirin Khan (1331–34)". The Journal of the American Oriental Society, 1 October 2002. Biran