ჯავშნოსანი პოტიომკინი
ჯავშნოსანი პოტიომკინი (რუს. Броненосец „Потёмкин“) — 1925 წლის მუნჯი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია სერგეი ეიზენშტეინი. სხვადასხვა დროს არაერთ გამოკითხვაში არაერთხელ აღიარეს ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთ საუკეთესო ან საუკეთესო ფილმად. სცენარის ავტორი იყო ნინა აგაჯანოვა-შუტკო. დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1905 წლის ივნისში შავი ზღვის ფლოტის საესკადრო ჯავშნოსანზე „კნიაზ პოტიომკინ-ტავრიჩესკიზე“, სადაც მოხდა მეზღვაურთა ამბოხება.
„ჯავშნოსანი პოტიომკინი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | სერგეი ეიზენშტეინი |
პროდიუსერი | იაკობ ბლიოხი |
სცენარის ავტორი |
ნინა აგაჯანოვა-შუტკო ნიკოლოზ ასეევი |
როლებში |
ალექსანდრე ანტონოვი ვლადიმერ ბარსკი გრიგორი ალექსანდროვი ივანე ბობროვი |
კომპოზიტორი |
ვლადიმერ ხეიფეცი ნიკოლოზ კრიუკოვი ედმუნდ მაიზელი დიმიტრი შოსტაკოვიჩი (ხელახალი გამოცემა) |
ოპერატორი |
ედუარდ ტისე ვლადიმერ პოპოვი |
გამოსვლის თარიღი |
21 დეკემბერი, 1925 (სსრკ) 5 დეკემბერი, 1926 (აშშ; მხოლოდ ნიუ-იორკი) |
ხანგრძლივობა | 75 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
ფილმი გადაიღეს 1905 წლის რუსეთის პირველი რევოლუციის მე-20 წლისთავზე. ფილმის პრემიერა გაიმართა 1926 წლის 18 იანვარს მოსკოვში. მუნჯი ფილმი გაახმოვანეს 1930 წელს, ხოლო აღადგინეს 1950 წელს (კომპოზიტორი ნიკოლოზ კრიუკოვი) და ხელახლა გამოსცეს „მოსფილმში“ 1976 წელს (კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი). 1925 წელს გერმანიაში ფილმის ნეგატივის გაყიდვისა და რეჟისორ ფილ იუცის მიერ ფილმის ხელახალი მონტაჟის შემდეგ, ჯავშნოსანი პოტიომკინი მსოფლიო გაქირავებაში გამოვიდა საავტორო ვერსიისგან განსხვავებულად: მატროსების დახვრეტა გადაიტანეს დასაწყისიდან ფილმის ბოლოში. შემდგომ, ჯავშნოსანი პოტიომკინი სსრკ-ში დაექვემდებარა ცენზურას: ამოჭრილი იყო ფილმის ზოგიერთი კადრი და შუალედური ტიტრი, პროლოგში არსებული ლევ ტროცკის სიტყვა შეცვალეს ვლადიმერ ლენინის ციტატაზე.
2005 წელს ფონდ „გერმანული კინემატეკას“ საერთო ხელმძღვანელობითა და რუსეთის ფედერაციის კინოფილმების სახელმწიფო ფონდისა და რუსეთის სახელმწიფო ლიტერატურისა და ხელოვნების არქივის მონაწილეობით ფილმის საავტორო ვერსია აღდგენილი და მუსიკით გახმოვანებული იქნა ედმუნდ მაიზელის მიერ.
ჯავშნოსანი პოტიომკინი 1926 წელს ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად დაასახელა, 1978 წელს მსოფლიოს კინოკრიტიკოსთა გამოკითხვაში 100 საუკეთესო ფილმთა შორის პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 2010 წელს ჟურნალმა „Empire“-მა მსოფლიო კინომატოგრაფის 100 საუკეთესო ფილმთა შორის მესამე ადგილი მიაკუთვნა. ჯავშნოსანი პოტიომკინი 1958 წელს ბრიუსელის მსოფლიო გამოფენაზე დასახელდა როგორც ყველა დროის საუკეთესო ფილმი.[1][2][3], ხოლო 2012 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ყველა დროის საუკეთესო ფილმთა შორის მე-11 ადგილზე განაწესა.[4]
-
„ჯავშნოსანი პოტიომკინი“ — სრული ფილმი
-
კადრი ფილმიდან
-
კადრი ფილმიდან
როლებში
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
ალექსანდრე ანტონოვი | ვაკულენჩუკი |
ვლადიმერ ბარსკი | მეთაური გოლიკოვი |
გრიგორი ალექსანდროვი | ლეიტენანტი გილიაროვსკი |
მიხეილ გომოროვი | მატროსი |
ივანე ბობროვი | მატროსი |
ალექსანდრე ლევშინი | ოფიცერი |
ნ. პოლტავცევა | ქალი პენსნეთი |
ვლადიმერ ურალსკი | მატროსი |
ანდრია ფაიტი | ამწყობი |
სერგეი ეიზენშტეინი | ოდესის მაცხოვრებელი |
კონსტანტინე ფელდმანი | შეთქმული მენშევიკი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ — Allmovie-ზე
- „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ — უფასო გადმოწერა ხელმისაწვდომია Internet Archive-დან
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Snider, Eric. (23 November 2010) What's the Big Deal?: Battleship Potemkin (1925). MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მაისი 2019. ციტირების თარიღი: 23 May 2019
- ↑ Ebert, Roger. Battleship Potemkin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 November 2010. ციტირების თარიღი: 28 November 2010.
- ↑ Top Films of All-Time. ციტირების თარიღი: 23 May 2019.
- ↑ The 50 Greatest Films of All Time. British Film Institute. Sight & Sound (September 2012). ციტირების თარიღი: 1 January 2018.