ჯავახეთის ქუჩა
ჯავახეთის ქუჩა — ქუჩა თბილისში სამგორის რაიონში (ვარკეთილი). მოსკოვის გამზირიდან ვიქტორ კუპრაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. ადრე აეროდრომის დასახლების V ქუჩა ერქვა. 70-იან წლებში ჯავახეთის ქუჩა ეწოდა. ქუჩაზე გამოდის მეტროს სადგური „ვარკეთილი“. აქვს 2 შესახვევი, I ჩიხი.
ჯავახეთის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | სამგორის რაიონი |
წინა სახელები | აეროდრომის დასახლების V ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 211, ISBN 978-99928-20-35-3.