მოსკოვის გამზირი
მოსკოვის გამზირი — ქუჩა თბილისში, მდებარეობს სამგორის რაიონში (ნავთლუღი). ქეთევან დედოფლის გამზირიდან ქინძმარაულის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის II ნახევარში. სახელი დაერქვა 1960 წელს. გამზირზეა სააქციო საზოგადოებები „ქაშანური“ და „თბილხელსაწყო“, შპს „მზეკაბანი (TG)“. გამოდის მეტროს სადგური „სამგორი“.
მოსკოვის გამზირი | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | სამგორის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ნავთლუღი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 123, ISBN 978-99928-20-35-3.