ქინძმარაულის ქუჩა
ქინძმარაულის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს სამგორის რაიონში (ზემო მეტალურგების დასახლება); პეტრე და იოსებ ოცხელების ქუჩიდან გარდაბნის გზატკეცილამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. 1967 წელს ქუჩის ერთ მონაკვეთს — კაიროს, 1996 წელს კი — გრიგოლ ლორთქიფანიძის სახელი დაერქვა. ქუჩაზეა თბილისის გრეხილი ავეჯის კომბინატის ბაზაზე შექმნილი სააქციო საზოგადოება „საკარცხული“.
ქინძმარაულის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | სამგორის რაიონი |
უბანი | ზემო მეტალურგების დასახლება |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 180, ISBN 978-99928-20-35-3.