ხტუნიასებრნი (ძუძუმწოვრები)

ტერმინს „ხტუნიასებრნი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხტუნიასებრნი.

ხტუნიასებრნი (ლათ. Macrosceliditae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 10-32 სმ აღწევს, დაფარულია ქვიშისფერი ან მურა ბეწვით. აქვთ მოძრავი ხორთუმი, დიდი თვალები, მოზრდილი ყურები. გავრცელებულნი არიან აფრიკასა და კუნძულ ზანზიბარზე. ბინადრობენ ნახევრად უდაბნოებში, სავანეებში, ზოგიც — ტროპიკულ ტყეში. საშიშროებისას ხტუნვით მოძრაობენ. ოჯახში 5 გვარის 18 სახეობაა. იკვებებიან მწერებით და წვრილი ხერხემლიანებით.

ხტუნიასებრნი
ალისფერთავიანი ხტუნია
ალისფერთავიანი ხტუნია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მწერიჭამიები
ოჯახი:  ხტუნიასებრნი
ლათინური სახელი
Macrosceliditae

ლიტერატურა

რედაქტირება