ხრიკა
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ხრიკა — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ძამის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1674 მ. კალთების ზემო ნაწილი შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოს ბალახეულით, ქვემო — წიფლის ტყით.
ხრიკა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გორის მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1674 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- არჩვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2016.