ხოსროვ ბეი სულთანოვი

ხოსროვ ბეი ფაშა ბეი ოღლუ სულთანოვი (აზერ. Xosrov bəy Sultanov Paşa bəy oğlu; დ. 10 მაისი, 1879 — გ. 7 იანვარი, 1943) — აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, ყარაბაღის გენერალური გუბერნატორი და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი. [1]

ხოსროვ ბეი სულთანოვი
აზერ. Xosrov bəy Sultanov
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1879(1879-05-10)
დაბადების ადგილი ქიურდაჯი
გარდაცვალების თარიღი 7 იანვარი, 1943(1943-01-07) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა  თურქეთი
განათლება ოდესის უნივერსიტეტი და განჯის ვაჟთა გიმნაზია
მამა Alipasha bey Sultanov

ადრეული წლები

რედაქტირება

გენერალ-მაიორი ხოსროვ სულთანოვი დაიბადა 1879 წლის 10 მაისს, ელისაბედპოლის გუბერნიის ზანგეზურ მაზრაში (დღევანდელი ლაჩინი, აზერბაიჯანი) ქიურდაჯის დასახლებაში. ხოსროვ ბეი რელიგიას ცხოვრების ადრეული წლებიდან სწავლობდა. მამამ ის შუშაში სკოლაში გაგზავნა. სულთანოვმა განათლება ჯერ შუშაში მიიღო, ხოლო შემდეგ ელისაბეტპოლში გადავიდა გიმნაზიაში სასწავლებლად. საშუალო განათლების დასრულების შემდეგ გაემგზავრა ოდესაში და სწავლობდა ოდესის სამხედრო სკოლაში სამედიცინო თერაპიის სპეციალობით.

1917 წელს შეუერთდა მუსავატის პარტიას და მონაწილეობა მიიღო მის პირველ ყრილობაზე. იგი ასევე აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატად.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

თავდაცვის მინისტრი

რედაქტირება

სულთანოვი იყო აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ხელმომწერი ტფილისში 1918 წლის 28 მაისს. [2] აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ხოსროვ ბეი მინისტრის მოვალეობას 1918 წლის 11 ივნისამდე ასრულებდა. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად შეიქმნა 1918 წლის 23 ოქტომბერს და თავდაცვის მინისტრის ოფისი ოფიციალურად გაიხსნა 1918 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ფათალი ხან ხოისკიმ თანამდებობა დაიკავა. [3]

თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სულთანოვს არმია უნდა დაეფორმირებინა. პარლამენტის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურები და სამმართველოები 1919 წლის 1 ნოემბრისთვის უნდა დაარსებულიყო. მოცემულ დროში უნდა შექმნილიყო ორი ქვეითი დივიზია სამი პოლკისგან, საარტილერიო დივიზიისგან, კავალერიის, ტყვიამფრქვევის ოცეულისგან და სარკინიგზო ბატალიონებისგან. სულთანოვი ხშირად სტუმრობდა არმიის ნაწილებს და ამოწმებდა არმიის წყობის პროგრესს. [4]

ყარაბაღისა და ზანგეზურის გენერალური გუბერნატორი

რედაქტირება

1919 წლის იანვარში ბრიტანული ძალების მეთაურმა გენერალმა უილიამ ტომსონმა სულთანოვი ყარაბაღისა და ზანგეზურის დროებით გენერალურ გუბერნატორად დანიშნა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე.

1919 წლის აპრილის შუა რიცხვებში ზანგეზურის მაზრაში დაიწყო კონფლიქტები სომხებისა და მაჰმადიან მოსახლეობას შორის. [5] კონფლიქტის შედეგად, ცენტრალურ ზანგეზურის მაზრაში მაცხოვრებელი მაჰმადიანი მოსახლეობა სტეპებსა და სპარსეთის მდინარის სანაპიროების გასწვრივ გადაასახლეს. სულთანოვმა სთხოვა მთავრობას ემოქმედა და მოკავშირეებმა აღიარეს ყარაბაღის დე ფაქტოს დროებითი მმართველობა სულთანოვის დროს. [6] [7]

პოსტ-საბჭოთა წლები

რედაქტირება

1920 წლის აპრილის ბოლოს მე -11 წითელი არმია ძალისხმევის გარეშე შევიდა აზერბაიჯანში და გამოაცხადა იგი საბჭოთა რესპუბლიკად. ამის გაგონების შემდეგ სულთანოვმა მიატოვა მუსავატის პარტია და თავი გამოაცხადა „ყარაბაღის რევოლუციური კომიტეტის“ თავმჯდომარედ. [8] ის ამტკიცებდა, რომ „რევოლუციური ყარაბაღი“ ახლა მოუთმენლად ელოდა საბჭოთა წესრიგის დამყარებას და სურდა საბჭოთა აზერბაიჯანთან გაერთიანება. თუმცა ნარიმან ნარიმანოვს სულთანოვის განცხადებებში ეჭვი ეპარებოდა და 14 მაისს დადაშ ბუნიაძადე დანიშნა ყარაბაღის საგანგებო კომისრად და უბრძანა სულთანოვის ლიკვიდაცია. [9]

შემდგომ წლებში

რედაქტირება

ბოლშევიკების დევნის შემდეგ სულთანოვმა 1923 წელს მოახერხა თურქეთში გაქცევა და მას შემდეგ ირანში, საფრანგეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა. გერმანიაში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. 1941–1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვეების აზერბაიჯანში დაბრუნებაში. [10] ევროპაში დიდი ხნის შემდეგ სულთანოვი 1936 წელს დაბრუნდა თურქეთში და გარდაიცვალა სტამბოლში 1943 წელს. [11]

  1. Azərbaycan Demokratik Cümhuriyyətinin ilk qəhrəman hərbi naziri – Xosrov bəy Sultanovun doğum günüdür. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-04. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  2. Şərqdə ilk demokratik respublika. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  3. Elbrus Seyfullayev (2010-06-28). „Güclü ordu Azərbaycanın milli təhlükəsizliyinin, müstəqilliyinin və ərazi bütövlüyünün qarantıdır“ [A strong army is the guarantor of national security, sovereignty and territorial integrity of Azerbaijan]. Azeri Press Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-12. ციტირების თარიღი: 2010-07-19.
  4. Национальной армии посвящается. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  5. Hovannisian. Republic of Armenia, Vol. I, p. 194
  6. Central Asia: its strategic importance and future prospects. 
  7. Russia and Azerbaijan: a borderland in transition. 
  8. Hovannisian. Republic of Armenia, Vol. 3, pp. 193-194
  9. Hovannisian. Republic of Armenia, Vol. 3, pp. 195-196
  10. General-mayor XOSROV BƏY SULTANOV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-06. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  11. İlk hərbi nazirimizin məzarı tapılıb