განჯის ვაჟთა გიმნაზია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განჯის ვაჟთა გიმნაზია (აზერ. Gəncə Kişi Gimnaziyası; 1918 წლამდე — ელიზავეტპოლის) — ვაჟთა გიმნაზია, რომელიც არსებობდა ქალაქ ელიზავეტპოლში (1918 წლიდან განჯა) 1881–1920 წლებში. ამჟამად ყოფილი გიმნაზიის შენობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგრობიზნესისა და მართვის ფაკულტეტი ფუნქციონირებს.

განჯის ვაჟთა გიმნაზია
დაარსდა: 1881
დაიხურა: 1920
ტიპი: გიმნაზია
მისამართი: განჯა, თარგი:დორშა

გიმნაზიის სამსართულიანი გოთიკური სტილის შენობა აგებულია 1848 წელს.[1] კლასიკური პროგიმნაზია ელიზავეტპოლში 1870 წელს ელიზავეტპოლის სამაზრო სასწავლებლებლის ბაზაზე შეიქმნა.[2][3] 1881 წელს იგი ვაჟთა გიმნაზიად გადაკეთდა.

1919 წლის გაზაფხულზე განჯის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ი. მ. ვისოცკიმ ქალაქში გერმანული, ფრანგული, თუქული, ბერძნული და პოლონური ენის კურსები გახსნა.[4] აზერბაიჯანის დემოკრტაიული რესპუბლიკის არსებობის წლებში სასწავლო დაწესებულებაში მუსულმან მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რასთან დაკავშირებით 1919 წლის შემოდგომაზე განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მოსამზადებელ კლასებში პარალელური განყოფილებები გაიხსნა.[5]

გიმნაზიის კურსდამთავრებულებს ისეთი ისტორიული პიროვნებები წარმოადგენენ, როგორებიცაა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ფათალი ხან ხოისკი,[6] აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ხალილ ბეი ხასმამედოვი,[7] რუსეთისა აზერბაიჯანის სახელმწიფო მოღვაწეები: ხადილ ხანი, ისმაილ ხანი და შახვერდი ხან ზიატხანოვი, აზერბაიჯანის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი ალი რეზა ატაევი, ინჟინერ ავიატორი ალი ბეგ ვერიდევი და სხვ.

გიმნაზია 1920 წელს დაიხურა.[8] 1920 წლიდან 1930 წლამდე გიმნაზიის შენობაში საშუალო ტექნიკური პროფესიული სკოლა ფუნქციონირებდა. 1931 წლიდან გიმნაზიის შენობა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბალანზე გადავიდა და აგრარული ეკონომიკის კორპუსად იქცა.

  1. История факультета агробизнеса и управления. adau.az. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
  2. (1960) История Азербайджана. Издательство Академии наук Азербайджанской ССР, გვ. 336. 
  3. Таирзаде Н. (1983). К истории среднего образования в Азербайджане во второй половине XIX века. Материалы научной сессии, посвящённой итогам научно-исследовательских работ музея за 1892 год, გვ. 70, გვ. 151. 
  4. Назарли 2008, p. 83.
  5. Назарли 2008, p. 105.
  6. Фатали Хан Хойский. Жизнь и деятельность (документы и материалы). — Б.: Азербайджан, 1998. — С. 15. — 151 с.
  7. Мусульманские депутаты Государственной думы России 1906-1917 гг: сборник документов и материалов / Сост. Л. А. Ямаева. — Уфа: Китап, 1998. — С. 309. — 376 с.
  8. Назарли 2008, p. 17.