ხორციფერა
მცენარეთა გვარი
ხორციფერა (ლათ. Atraphaxis) — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ჩხვლეტია ბუჩქებია, ხეშეში, თითქმის ტყავისებრი მარტივი ფოთლები აქვთ.
ხორციფერა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Atraphaxis pyrifolia | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Atraphaxis | |||||||||||
|
გავრცელებულია ძირითადად წინა და შუა აზიაში. კავკასიაში ცნობილია ხორციფერას 5 სახეობა, საქართველოში - 2. Atraphaxis spinosa-ს ფოთოლი პატარაა, სქელი, მონაცრისფრო-მწვანე, Atraphaxis caucasica-სი უფრო დიდი ზომისაა, მწვანე. ორივეს მოთეთრო ან ვარდისფერი ყვავილები აქვს.
გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში მშრალ და ქვიან ადგილებზე მთის შუა სარტყელამდე, ხშირად — მშრალ მეჩხერ ტყეში. დეკორატიულია და კლდიანი ადგილების გასამწვანებლად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ივანიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 502.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ხორციფერა kungrad.com-ზე
- ხორციფერა www.plantarium.ru-ზე დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.