ხონთქარა
თევზების გვარი
ხონთქარა, ბარაბული (ლათ. Mullus) — თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი წაგრძელებული სხეული მსხვილი ქერცლითაა დაფარული. ზურგზე 2 ფარფლი აქვთ. გავრცელებული არიან ატლანტიკის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გვხვდება ჩვეულებრივი ხონთქარას ქვესახეობა – Mullus barbatus ponticus. ამ გვარის წარმომადგენლები ზომით პატარა თევზებია, 8-15 სმ სიგრძისა. ძვირფასი თევზია, აქვს ძალიან გემრიელი ხორცი. იჭმება ნედლი, დამარილებული, შებოლილი დაკონსერვებული.
ხონთქარა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Mullus surmuletus | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Mullus | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 497.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.fishbase.org - ხონთქარა (ინგლისური)
- fossilworks.org - ხონთქარა დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)