ხომი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ხომი, ხომისთავი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მთიულეთ-ფშავის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ვანხევის (ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2519 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. კალთები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.
ხომი | |
---|---|
ხომი (ხედი სამხრეთიდან) | |
კოორდინატები: 42°21′13″ ჩ. გ. 44°56′30″ ა. გ. / 42.35361° ჩ. გ. 44.94167° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2519 მ |
ქედი | მთიულეთ-ფშავის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- არჩვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 496.