ხიუაზ დოსპანოვა
ხიუაზ დოსპანოვა (ყაზახ. Хиуаз Қайырқызы Доспанова, დ. 15 მაისი, 1922 — გ. 20 მაისი, 2008 ) — დიდი სამამულო ომის საბჭოთა მფრინავი, შტურმან-მსროლელი. ყაზახეთის სახალხო გმირი (2004).
ბიოგრაფია
რედაქტირებახიუაზ დოსპანოვა დაიბადა 1922 წლის 15 მაისს გურიევის ოლქში, სოფელ განუშკინოში — მომდინარეობს ბაიულის ტომის მასკარის კლანიდან.[1][2]
1940 წელს დაამთავრა ქალაქ ურალსკის №1 საშუალო სკოლა ოქროს მედალზე და ატესტატთან ერთად ადგილობრივი მფრინავი კლუბისგან სარეზერვო მფრინავის მოწმობა მიიღო.
წარჩინებულმა სტუდენტმა, ერთ-ერთმა საუკეთესო აქტივისტმა, პიონერ-ლიდერმა, სკოლის კომკავშირული ორგანიზაციის მდივანმა, 1940 წლის ზაფხულში წარმატებით დაამთავრა სკოლა, ასევე — საფრენი კლუბი, რის შემდეგაც წავიდა მოსკოვში და საბუთები შეიტანა ჟუკოვსკის სახელობის საჰაერო ძალების აკადემიაში. აკადემიამ უარი უთხრა და მან მოსკოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტს მიმართა, რომელმაც დოსპანოვა გამოცდის გარეშე მიიღო. ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ კი ომი დაიწყო.
1941 წლის 13 ოქტომბერს ხიუაზმა და თანაკლასელმა ტატიანა სუმაროკოვი ჩაეწერნენ შეხვედრაზე მ. მ. რასკოვასთან, რომელიც ქალთა საჰაერო პოლკების ფორმირებაში იღებდა მონაწილეობას. გოგონები მიიღეს და ჩაირიცხნენ შტურმალთა ჯგუფში. 1941 წლის 26 ოქტომბერს მომავალი ქალი მფრინავები ჩავიდნენ ვოლგისპირა ქალაქ ენგელსში. იქ მათ გაიარეს დაჩქარებული სასწავლო კურსი ენგელსის სამხედრო ავიაციის პილოტთა სკოლაში.
ხიუაზ დოსპანოვა დაინიშნა 588-ე ღამის ბომბდამშენის პოლკში ნავიგატორ-მსროლელად. იგი ახორციელებდა საბრძოლო მისიებს სამხრეთ ფრონტზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში, უკრაინასა და ბელორუსიაში.[3] მამაცი მფრინავი ორჯერ მძიმედ დაიჭრა, მაგრამ კვლავ დაბრუნდა ფრონტზე და გამარჯვებას შეხვდა ბერლინთან ახლოს.
ხიუაზ დოსპანოვა ომიდან II ჯგუფის ინვალიდი დაბრუნდა, ორივე ფეხის შეხორცებული მოტეხილობით, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ომის ბოლო თვეებში გოგონა ფიქრობდა სამედიცინო სასწავლებელში დაბრუნებას, მაგრამ საბოლოოდ მან სხვა გზა აირჩია — საზოგადო საქმიანობა. დასავლეთ ყაზახეთის რეგიონალური პარტიული კომიტეტის პირველმა მდივანმა, მინაიდარ სალინმა, ფრონტიდან ახლად დაბრუნებულ კომუნისტ ხიუაზ დოსპანოვას შესთავაზა პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობა,რასაც დასთანხმდა და მალევე დაამტკიცეს რაიონულ პარტიულ კომიტეტში ინსტრუქტორად. ხიუაზმა გაიარა გზა მშობლიურ დასავლეთ ყაზახეთის რაიონულ-პარტიული კომიტეტის ინსტრუქტორიდან —ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნამდე. 1951 წელს იგი აირჩიეს ყაზახეთის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად და პირველივე სესიაზე — პრეზიდიუმის მდივნად. პენსიაზე გასვლამდე ხიუაზ კაიროვნა იყო ალმა-ათას საქალაქო პარტიული კომიტეტის მდივანი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა დედაქალაქის ცხოვრებაში.
1950-იანი წლების ბოლოს, ფრონტის ხაზზე მიღებულმა ჭრილობებმა მწვავედ იჩინა თავი. ხიუაზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა. ორმოცი წლისაც არ იყო, 1959 წელს იძულებული გახდა პენსიაზე წასულიყო.
იგი გარდაიცვალა 2008 წლის 20 მაისს,[4] მალევე ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობის შემდეგ. დაკრძალულია კენსაის სასაფლაოზე, ალმატაში.
ოჯახი
რედაქტირებამეუღლე — შაკუ ამიროვი, ორი ვაჟი: უმცროსი გარდაიცვალა ორი წლის ასაკში, უფროსი — ერბოლატ ამიროვი, სატპაევას სახელობის KazNTU-ს მასწავლებელია. შვილიშვილები — ბაიან შაკუ, კანატ შაკუ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ракобольская И. В., Кравцова Н. Ф. Нас называли ночными ведьмами. Изд-во МГУ, 2005—336 с.
- Айбын. Энциклопедия. / Бас ред. Б.Ө.Жақып. — Алматы: «Қазақ энциклопедиясы», 2011. — 880 бет. ISBN 9965-893-73-X. — С.276.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Казпочта - Справочник казпочты в Казахстане. ციტირების თარიღი: 2020-01-30
- ↑ Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2020-01-30
- ↑ Как воевала легендарная казахская летчица Хиуаз Доспанова. ციტირების თარიღი: 2018-05-07
- ↑ По другим данным, скончалась 21 мая 2008 года.