ხინალიყი (ხინალუღურ ენაზე — Хыналыкъ; აზერ. Xınalıq; ადრინდელი სახელწოდება Хиналуг) — სოფელი აზერბაიჯანის რაიონულ ცენტრ ყუბაში, რომელიც განლაგებულია 2100-2200 მეტრზე ზღვის დონიდან, მდინარე კუდიალჩაიზე. ეს ადგილი განთქმულია თავისი ენით (ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ლეზგიური ქვეჯგუფის ენა) თავისებური წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით. დღეს ხინალიღში ცხოვრობს ორი ათას მოსახლემდე. მოსახლეობის უმრავლესობა შედგება მკვიდრთაგან.[1]

სოფელი
ხინალიყი
აზერ. Xınalıq
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ყუბა-ხაჩმაზი
რაიონი ყუბა
კოორდინატები 41°10′40″ ჩ. გ. 48°07′37″ ა. გ. / 41.17778° ჩ. გ. 48.12694° ა. გ. / 41.17778; 48.12694
ცენტრის სიმაღლე 2350±1 მეტრი
მოსახლეობა 2 075
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ხინალიყი — აზერბაიჯანი
ხინალიყი

ხინალუღელები არიან ძველი კავკასიის ალბანეთის მოსახლეობის შთამომავლები. წერილობით წყაროებში ისინი პირველად მოიხსენებიან XVIII საუკუნეში. XIX საუკუნემდე ხინალუღი შედიოდა შირვანის, ხოლო XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან — ყუბის სახანოში. განლაგებულია რთულად მისადგომ ადგილას, ყუბის რაიონული ცენტრის სამხრეთ-დასავლეთში კიზილკაიას მთის დამრეცზე, რომელიც განლაგებულია კავკასიონის მთავარ ქედზე, ხანალიღის მთის გასწვრივ. თავისი ძნელადმიღწევადობით, ენით, ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით სოფელი იზიდავს უამრავ ტურისტსა და მოგზაურს. აქ მდებარეობს ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი, რომელიც მიეკუთვნება შუა საუკუნეებს, ჰიდირ ნების აკლდამა, შეიჰ შალბუზისა და აბუ მუსლიმის მეჩეთები, გამოქვაბულებები და უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის შესწავლილი მეცნიერების მიერ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულებით ხანალიღს 2007 წლის 19 დეკემბერს მიენიჭა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული და ეთნოგრაფიული ნაკრძალის „ხანალიღის“ სტატუსი. ხანალიღის ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ძირითადად ალპურ და სუბალპურ მდელოებს. ხანალიღის მიმართულებით ყუბას რაიონული ცენტრიდან დაგებულია ასფალტირებული საფარი. აქ განლაგებულია სასაზღვრო საგუშაგო და შაჰდაღის ეროვნული პარკის ერთ-ერთი შესასვლელი. ხანალიღის გარშემო მთელი მაღალმთიანი ტერიტორია მიეკუთვნება შაჰდაღის ეროვნულ პარკს.

ხინალუღელთა სარწმუნოებაა ისლამი. მის მიღებამდე ისინი იყვნენ ცეცხლთაყვანისმცემლები. ცეცხლი აქ დღემდე არის განსაკუთრებული დამოკიდებულების საგანი. ხანილაღის დასავლეთით არის ბუნებრივი აირის გამოსასვლელი, მას უწოდებენ „ადგილს, სადაც ანთია ცეცხლი“.

იცის მკაცრი მთის კლიმატი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა ივლისში 12°C. იანვრის საშუალო ტემპერატურა განისაზღვრება — 14°C-ით. აბსოლუტური მინიმუმი –41°C. მრავალწლოვანი დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ პირველი თოვლი ჩნდება ოქტომბრის თვის ბოლოს — ნოემბრის დასაწყისში. საშუალოდ თოვლის საფარი ჩნდება უკვე 1 ნოემბრისათვის, ხოლო დნება 29 აპრილს.