ხერტეკ ანჩიმაა-ტოკა
ხერტეკ ანჩიმაა-ტოკა (დ. 1 იანვარი, 1912, კოპ-სოოკი, — გ. 4 ნოემბერი, 2008, კიზილი, ტუვა, რუსეთი) — ტუველი და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. სალჩაკ ტოკას ცოლი. პირველი ქალი მსოფლიოს ისტორიაში, რომელიც იყო ქვეყნის მეთაური არჩევით თანამდებობაზე.
ხერტეკ ანჩიმაა-ტოკა | |
ტუვის სახალხო რესპუბლიკის მცირე ხურალის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 აპრილი, 1940 – 11 ოქტომბერი, 1944 | |
წინამორბედი | ოიუნ პოლატი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 1 იანვარი, 1912 კოპ-სოოკი, ცინის იმპერია |
გარდაცვლილი | 4 ნოემბერი, 2008 კიზილი, რუსეთი |
პოლიტიკური პარტია | ტუვის სახალხო-რევოლუციური პარტია, სკკპ |
განათლება | მოსკოვის აღმოსავლეთის მუშათა კომუნისტური უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებახერტეკ ანჩიმაა დაიბადა 1912 წლის ზამთარში ჩინეთში (საიდანაც შემდეგ გადავიდა ტუვაში). მოგვიანებით მან თავის დაბადების დღედ დააწესა წელიწადის პირველი დღე. 1918 წლის ყვავილის ეპიდემიამ შეიწირა მისი მამა და დები. სკოლაში სწავლობდა მონღოლურ ენაზე. 1930-იან წლებში შემოიღეს ტუვის დამწერლობა და იგი იყო ერთ-ერთი პირველი ვინც იგი აითვისა (18 წლის ასაკში). ტუვის სახალხო რესპუბლიკის მომავალი ლიდერი 1931 წელს გახდა ტუვის სახალხო-რევოლუციური პარტიის წევრი[1].
1935 წელს დაასრულა მოსკოვის სტალინის სახელობის აღმოსავლეთის მუშათა კომუნისტური უნივერსიტეტი. სწავლის პერიოდში დაკავდა ხელოვნებით, როგორც მომღერალი მონაწილეობდა ტუველების სახალხო სიმღერების გრამაფონის პირველი ფირფიტის ჩაწერაში. ტუვაში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ტუვის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდა რევოლუციონერთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტში. 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა ტუვის სახალხო-რევოლუციური პარტიის ქალთა განყოფილებას.
1940 წელს ხერტეკ ანჩიმაა გახდა ტუვის სახალხო რესპუბლიკის მცირე ხურალის (პარლამენტის) თავმჯდომარე, ამ თვალსაზრისით გახდა მსოფლიოს ისტორიაში პირველი ქალი პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიულად სახელმწიფოს ხელმძღვანელიც.
ტუვის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გაუქმებისა და 1944 წელს მის ბაზაზე სსრკ-ის შემადგენლობაში ტუვის ავტნომიური ოლქის ჩამოყალიბების შემდეგ ხერტეკ ანჩიმაა-ტოკა 1961 წლამდე მუშაობდა ტუვის საოლქო აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ. 1961 წლიდან 1979 წლამდე ტუვის ასსრ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1979 წლიდან პენსიაზეა. გარდაიცვალა 2008 წლის 4 ნოემბერს 96 წლის ასაკში[2].
ოჯახი
რედაქტირებახერტეკ ანჩიმაა-ტოკა გათხოვილი იყო ტუვის სახალხო რესპუბლიკის (მოგვიანებით ტუვის ავტონომიური ოლქის) ხელმძღვანელ სალჩაკ ტოკაზე. მათ ჰყავდათ 5 შვილი. ტუვის ფილარმონია ატარებს მათი შვილის ვიქტორ ტოკას სახელს, რომელიც იყო მისი ხელმძღვანელი[1].
ფაქტები
რედაქტირება- წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებ სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს მსოფლიოში.
- ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მსოფლიოში ქალებს შორის.
- ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური რუსეთში, რუსეთის იმპერიაში და სსრკ-ში.
- პირველი ქალი მსოფლიოში (არა მონარქი), რომელიც იურიდიულად ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს[3].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Исполнилось 100 лет со дня рождения первой в мировой истории женщины-президента.
- ↑ "Khertek Anchimaa-Toka: The World's First Female Head of State" დაარქივებული 2011-09-18 საიტზე Wayback Machine. . Times Online. 2 October 2008. Retrieved 22 October 2009.
- ↑ В Туве проведут вечер Памяти первой женщины-президента в мировой истории.[მკვდარი ბმული]