ხახალაჯვარი (1992 წლამდე დემურლო) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული დარბაზი).[1]

სოფელი
ხახალაჯვარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თემი დარბაზი
კოორდინატები 41°25′25″ ჩ. გ. 44°21′33″ ა. გ. / 41.42361° ჩ. გ. 44.35917° ა. გ. / 41.42361; 44.35917
ადრეული სახელები დემურლო
ცენტრის სიმაღლე 1100 მეტრი
მოსახლეობა 213[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები (100 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხახალაჯვარი — საქართველო
ხახალაჯვარი
ხახალაჯვარი — ქვემო ქართლი
ხახალაჯვარი
ხახალაჯვარი — ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ხახალაჯვარი

მდებარეობს მდინარე გეტისწყლის (მაშავერის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 800 მ-ზე, ქ. ბოლნისიდან 21 კმ-ში. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია აზნაურ თამაზა ყაითმაზაშვილის საცხოვრისი ეკლესიით (1655 წ.), დონარაშვილების ან თანდარაშვილების საცხოვრისი ეკლესიით (XVII-XVIII საუკუნეები, ეკლესია აღდგენილია 2018 წელს), შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 213 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 359 172 187
2014[1]   213 107 106

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.