ხაშურის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ხაშურის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ხაშურის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 150 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — ქარელის რაიონი, დასავლეთით — ორჯონიკიძისა და საჩხერის რაიონები, ჩრდილოეთით — სამხრეთ ოსეთი და სამხრეთით — ბორჯომის რაიონი. სანადირო ადგილები ძირითადად მთაგორიანი იყო, ტყეები უმთავრესად განლაგებული იყო თრიალეთის ქედის განშტოებების ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე.
თრიალეთის ქედის კალთებზე მდებარე ტყეებში მოიპოვებოდა მცირე რაოდენობით შველი, დათვი, კვერნა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იშვიათად გვხვდებოდა ირემი, იყო კურდღელი, მაჩვი, ციყვი, ტურა, გარეული კატა და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 198–199, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.