ხარკივის მეტროპოლიტენი

(გადამისამართდა გვერდიდან ხარკოვის მეტროპოლიტენი)
ხარკივის მეტროპოლიტენი
უკრ. Харківський метрополітен
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: უკრაინა უკრაინა
ქალაქი ხარკივი
გახსნის თარიღი 1975 წ.
ხაზის სიგრძე 38,7 კმ[1]
სადგურთა რაოდენობა 30[1]
ხაზთა რაოდენობა 3[1]
მგზავრები დღეში 611 036 (2018, საშ.)
მგზავრები წელიწადში 223 მლნ (2018)[2]
ხაზების სქემა

ხარკივის მეტროპოლიტენი (უკრ. Харківський метрополітен) — უკრაინის ქალაქ ხარკივის საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. ხარკივის მეტროპოლიტენი უკრაინის რიგით მეორე და სსრკ-ის რიგით მეექვსე (მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, კიევის, თბილისისა და ბაქოს მეტროპოლიტენების შემდეგ.) ჩქაროსნული გადამყვანია. მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 633,150 (2013 წლის მონაცემებით) მგზავრი გადაჰყავს. 2013 წლის მონაცემებით, ხარკივის მეტროთი 231.1 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. მეტრო შედგება სამი ხაზისგან და 29 სადგურისგან, რომელთა საერთო სიგრძე 39.6 კილომეტრია. პირველად, 1975 წელს, ხოლოდნოგორსკო-ზავოდსკაიას ხაზი გაიხსნა, მას მოჰყვა მეორე, სალტოვსკაიას ხაზი 1984 წელს, ხოლო 1995 წელს ხარკივის მეტროპოლიტენს ალექსეევსკაიას ხაზი შეემატა.

# სახელწოდება გაიხსნა სადგურები სიგრძე
1 ხოლოდნოგორსკო-ზავოდსკაიას ხაზი 1975 13 17.2 კმ
2 სალტოვსკაიას ხაზი 1984 8 10.4 კმ
3 ალექსეევსკაიას ხაზი 1995 9 11 კმ
სულ: 30 38.6 კმ

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

მეტროპოლიტენთა სია

  1. 1.0 1.1 1.2 ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-12. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2019.
  2. АРХІВ. ПАСАЖИРСЬКІ ПЕРЕВЕЗЕННЯ (უკრ.). Головне управління статистики у Харківській області. kh.ukrstat.gov.ua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-08. ციტირების თარიღი: 2019-06-24.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება