კიევის მეტროპოლიტენი
კიევის მეტროპოლიტენი უკრ. Київський Метрополітен | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | უკრაინა |
ქალაქი | კიევი |
გახსნის თარიღი | 6 ნოემბერი 1960 წ. |
ხაზის სიგრძე | 67.56 კმ |
სადგურთა რაოდენობა | 52 |
ხაზთა რაოდენობა | 3 |
მგზავრები დღეში | 1.32 მლნ. (2021 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 162,17 მლნ. (2022 წ.) |
ხაზების სქემა | |
კიევის მეტროპოლიტენი (უკრ Київський метрополітен ან Київське метро (კიევის მეტრო) — უკრაინის დედაქალაქ კიევის საქალაქო ტრანსპორტის უმთავრესი სახეობა. კიევის მეტროპოლიტენი უკრაინის რიგით პირველი და სსრკ რიგით მესამე ჩქაროსნული გადამყვანია. (მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენების შემდეგ). მეტროპოლიტენს ყოველდღიურად 1,32 მლნ მგზავრი გადაჰყავს და ქალაქის საერთო სატრანსპორტო მაჩვენებლით მგზავრთა 29%-ს ემსახურება. 2022 წლის მონაცემებით, კიევის მეტროთი 162,17 მლნ ადამიანმა იმგზავრა. სისტემაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღრმად განლაგებული სადგური „არსენალნაა“, რომელიც 105,5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
# | სახელწოდება | გაიხსნა | სადგურები | სიგრძე |
---|---|---|---|---|
1 | სვიატოშინსკო-ბროვარსკას ხაზი | 1960 | 18 | 22.8 კმ |
2 | კურენივსკო-ჩერვონოარმიისკაიას ხაზი | 1976 | 18 | 20.95 კმ |
3 | სირეცკო-პეჩერსკას ხაზი | 1989 | 16 | 23.9 კმ |
4 | პოდილსკო-ვოსკრესენსკას ხაზი | შენდება | ||
სულ: | 52 | 69,648 კმ |
ისტორია
რედაქტირებაკიევში ჩქაროსნული ტრანსპორტის აშენების ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთ-ამერიკის სავაჭრო კორპორაციის საქმოსანი თანხის შეგროვების იდეით გამოვიდა ქალაქში მეტროს ასაშენებლად, რაც თავის მხრივ, პიონერული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში, ისევე როგორც, პირველი ტრამვაის სისტემა. ცარიზმის დახმობის შემდეგაც ჰეტმან სკოროპადსკის მიწისქვეშა გადამყვანის წამოწყების სურვილი არ გაქრობია, თუმცა, მოკლე ხანში, 1918 წელს უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოც დაემხო და ქვეყანა სამოქალაქო ომმა მოიცვა, მეტროს აგების პროექტი კი დიდი ხნით შემოიდო თაროზე.
ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ კიევი პროვინციულ ქალაქად იქცა, ამდენად, მისი მოდერნიზებისთვის აღარავის ეცალა. ორი ათწლეულის შემდეგ უკრაინის სსრ-ს დედაქალაქი ხარკოვიდან კიევში გადავიდა. 1936 წელს კიევის საქალაქო პრეზიდიუმმა მოსკოვის სატრანსპორტო-საინჟინრო ინსტიტუტიდან ახალი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების წინადადება მიიღო. სახსრებიც მოძიებულ იქნა, თუმცა, პროექტი დროებით შეჩერდა 1938 წელს, როდესაც მთელი ფულადი ფონდები მეორე მსოფლიო ომისთვის მოსამზადებლად იქნა გადამისამართებული.
ომმა ქალაქი მიწასთან გაასწორა, ამიტომ, კომუნისტებმა კიევის მასიური აღდგენის გეგმა შეიმუშავეს; გეგმაში მეტროს მშენებლობაც შედიოდა, რომელიც 1949 წელს დაიწყო. 11 წლის შემდეგ პირველი 5,2 კილომეტრიანი სეგმენტი უკვე „ვოკზალნადან“ „დნიპრომდე“ იყო.
თავდაპირველად ხუთი სადგური გაიხსნა, დღევანდელი „სვიატოშინსკო-ბროვარსკას“ ხაზზე, რომელიც ქალაქს აღმოსავლეთიდან დასავლეთით კვეთს. მეტროს შემადგენლობამ დნეპრი პირველად 1965 წელს გადაკვეთა სპეციალურად აგებული მეტროხიდის გავლით, 1968-71 წლებში კი მარცხენა ნაპირზე გაშენებული საცხოვრებელი უბნებისკენ დამატებით ამოიყვანეს სადგურები. ამავდროულად, იზრდებოდა კიევის დასავლეთით სვიატოშინისა და ბილიჩის უბნების მიწისქვეშა ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რაც სამ ეტაპად იყოფა: 1963, 1971 და 2003.
მეორე ხაზის მშენებლობა 1970-იანების დამდეგს დაიწყო და პირველი სამი სადგურიც 1976 წელს გაიხსნა. ამ ხაზს „კურენივსკო-ჩერვონაარმიისკაიას“ ხაზი ეწოდება. 1980-82 წლებში ხაზის სიგრძე გაიზარდა და ობოლონიც მოიცვა.
მესამე, „სიცკო-პეჩერსკას“, ხაზის მშენებლობა 1981 წელს დაიწყო და უკვე 1989 წელს სამი ახალი სადგური გაიხსნა კიევის ცენტრში. 1990-იანი წლების შუა ხანებში მშენებლობა გაგრძელდა და ჩრდილო-აღმოსავლეთის დასახლებული უბნები მოიცვა. სადგურების გახსნა მოხდა 1996, 2000 და 2004 წლებში.
არქიტექტურა
რედაქტირებაროგორც ყოფილი სსრკ მეტროსისტემა კიევის მეტროც კაშკაშა და ფერადოვანი დეკორაციებით არის ცნობილი. პირველი სადგურების დიზაინით ომისშემდეგომი სტალინისტური არქიტექტურაა წარმოდგენილი უკრაინულ ტრადიციულ მოტივებთან ერთად. მეორე დეკადის მეტროსადგურებს უკვე შედარებით სწორხაზოვანი და პირქუში სახე აქვს. სადგურების უმეტესობასაც უფრო მსგავსი ინტერიერი აქვს როგორც სვეტოვან-თაღოვანი დიზაინით, ისე სტრუქტურულად. 1970-იანი წლებიდან სადგურების დეკორაციაზე ზრუნვა განახლდა. 1980-იან წლებში აშენებულ სადგურები კი უფრო ინოვაციური დიზაინით არის წარმოდგენილი. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ძველ სადგურს განათებისა და დეკორაციის მხრივ სერიოზული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1991 წელს სსრკ დაშლა და უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვება მეტროსადგურთა იერზეც აისახა. არაერთ სადგურს მოაშალეს კომუნისტური სიმბოლიკა, ზოგიერთი გადააკეთეს, ზოგიც კი საერთოდ მოაცილეს.