მოსკოვის მეტროპოლიტენი

მოსკოვის მეტროპოლიტენი
რუსეთის მეტროპოლიტენის ლოგო
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ქალაქი მოსკოვი
გახსნის თარიღი 15 მაისი 1935 წ.
ხაზის სიგრძე 449,1 კმ.
სადგურთა რაოდენობა 258
ხაზთა რაოდენობა 14 + მონორელსი + მცწ
მგზავრები დღეში 6,67 მლნ. (2019),

9,55 მლნ. (მაქსიმუმი)

მგზავრები წელიწადში 2.5 მლრდ. (2019)
ხაზების სქემა

მოსკოვის მეტროპოლიტენი (რუს. Московский метрополитен) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროს ხაზების სისტემა მოსკოვში (რუსეთი), რომელიც თითქმის მთელ ქალაქს მოიცავს; ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურად გამოყენებული მეტროს სისტემა მსოფლიოში. განთქმულია მისი ცენტრალური სადგურების მდიდრული ორნამენტული გაფორმებით სოციალისტური რეალიზმის ეპოქის ხელოვნების შესაძლოა ყველაზე გამორჩეული ნიმუშებით. თავდაპირველად ატარებდა (1992 წლამდე) ვ. ი. ლენინის სახელს.

ცხრილში მოყვანილი ფერები შეესაბამება ზემოთმოყვანილი სქემის ხაზების ფერებს.

# სახელი გახსნის წელი ბოლო სადგურის გახსნის წელი სიგრძე სადგურების რ-ბა
1 სოკოლნიჩესკაია 1935 1990 26,1 კმ 19
2 ზამოსკვორეცკაია 1938 2018 36,9 კმ 24
3 არბატსკო-პოკროვსკაია 1938 2012 43,5 კმ 22
4 ფილევსკაია 1958* 2006 14,9 კმ 13
5 კოლცევაია 1950 1954 19,3 კმ 12
6 კალუჟსკო-რიჟსკაია 1958 1990 37,6 კმ 24
7 ტაგანსკო-კრასნოპრესნენსკაია 1966 1975 35,9 კმ 19
8 კალინინსკაია 1979 1986 13,1 კმ 7
9 სერპუხოვსკო-ტიმირიაზევსკაია 1983 2002 41,2 კმ 25
10 ლიუბლინსკაია 1995 2018 20.7 კმ 23
11 დიდი წრიული 2018 69 კმ 5
11 კახოვსკაია 1995 1969** 3,3 კმ 3
12 ბუტოვსკაია 2003 2014 5,5 კმ 7
სულ: 298 კმ 182
  • მიუხედავად იმისა, რომ ფილევსკაიას ხაზი გაიხსნა 1958 წ., ზოგიერთი სადგური ჯერ კიდევ 1935 წ.-დან ფუნქციონირებდა.
  • სადგურები კაშირსკაია, ვარშავსკაია და კახოვსკაია გაიხსნა 1969 წლის 11 აგვისტოს და 1995 წლამდე ზამოსკვორეცკაიას ხაზის ნაწილი იყო..

მოსკოვის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციულ სისტემას ასევე ეკუთვნის მოსკოვის მონერელსური სატრანსპორტო სისტემა (М1) სადგურებს შორის «ტიმირიაზევსკაია» (ხაზი 9) და «ВДНХ» (ხაზი 6). ტექნოლოგიური კავშირი მონორელსსა და მეტროს შორის არ არსებობს, შესაბამისაც მონორელსზე მგზავრობისთვის ცალკე გადასახადია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება