ხალიკოთერიუმები (ლათ. Chalicotheriidae) — ამომწყდარი კენტჩლიქოსნების ოჯახი ანცილოპოდების (ლათ. Ancylopoda) ქვერიგისა. რამდენადმე ცხენებს წააგვანან, მაგრამ წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ; ქალა — დაგრძელებული, ძირითადი კბილები — დაბალგვირგვინიანი. წინა კიდურები ოთხთითა ან სამთითაა, უკანა — სამთითა. თითებზე ჩლიქების ნაცვლად ბრჭყალებია განვითარებული. გავრცელებული იყვნენ აფრიკის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე შუა ოლიგოცენიდან პლეისტოცენამდე (ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე შუა მიოცენში ამოწყდნენ). ყოფილ სსრკ-ში გვხვდებოდა ყაზახეთის, სამხრეთ უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს მესამეულ ნალექებში.

ხალიკოთერიუმები

Moropus გვარის წარმომადგენელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Chalicotheriidae (Gill, 1872)

ლიტერატურა

რედაქტირება