ხალდები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. ბერძნული წყაროებით (ქსენოფონტი, სტრაბონი) ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღნიშნულ ავტორებთან „ხალდი“ შესატყვისია „ხალიბის“. სომხურ წყაროებში ხალდის ქვეყანა „ხალტიქის“ სახელწოდებით იხსენიება. „ხალდი“ სომხურად დასავლეთ ქართული ტომების - ჭანების სახელი იყო. VII საუკუნის სომხური გეოგრაფიის მიხედვით ჭანეთი არის ხალტიქი (ხალდები). ამრიგად ამ დროს „ხალტ“, „ხალდ“ იმ ეთნიკური ჯგუფის სომხური სახელწოდებაა, რომელიც ქართულ-ბერძნულ სამყაროში ცნობილი იყო ჭანების - სანების სახელით. სახელწოდება ხალდები დიდხანს შემორჩა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობდა ბიზანტიური პროვინცია (თემი) „ხალდია“.

ა. საგონას მოსაზრებით ხალდების თავდაპირველი განსახლების არეალი, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო მდ. არაქსის ჩრდილოეთით, ის ტერიტორია, რომელიც ერთ დროს ურარტუს გავლენის ქვეშ იყო, განსაკუთრებით მდინარე ზივინის ხეობა (ყარსსა და ტუშფას შორის)[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Sagona, A. G. (2004). Archaeology at the north-east Anatolian frontier, I. : an historical geography and a field survey of the Bayburt Province, Claudia Sagona, Louvain: Peeters Press, გვ. 30. ISBN 90-429-1390-8. OCLC 57178449.