ხალაწა
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს
ხალაწა — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარი ქედის თხემზე, მდინარე ხალაწის (არდონის სისტემა) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3938 მ. აგებულია ქვედაცარცული მერგელ-კირქვიანი შუაშრეებიანი თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კლდოვანია, ციცაბოკალთებიანი. დამახასიათებელია ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.
ხალაწა | |
---|---|
კოორდინატები: 42°35′56″ ჩ. გ. 43°50′12″ ა. გ. / 42.59889° ჩ. გ. 43.83667° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 3938 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | მერგელ-კირქვიანი შუაშრეებიანი თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 417.