ხაკასეთის ავტონომიური ოლქი

ხაკასეთის ავტონომიური ოლქი, ხაკასეთის აო (რუს. Хакасский автономная область, Хакасский АО; 20 ოქტომბერი, 193015 მაისი, 1992) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რსფსრ-ის კრასნოიარსკის მხარეში. ფართობი 69.1 ათასი კმ². მოსახლეობა 568 ათასი კაცი (1989)[1]. ადმინისტრაციული ცენტრი — აბაკანი. ხაკასეთის ავტონომიურ ოლქში იყო 8 რაიონი, 5 ქალაქი და 17 დაბა.

ხაკასეთის ავტონომიური ოლქი
რუს. Хакасский автономная область
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დაქვემდებარება რსფსრ-ის დროშა რსფსრ
ადმ. ცენტრი აბაკანი
დაარსდა 20 ოქტომბერი, 1930
ფართობი 69.1 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 568 605 (1989)
გაუქმდა 15 მაისი, 1992

ხაკასიაში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის ნოემბერში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1918-1920 წლების სამოქალქო ომის დროს დაპყრობილ იყო თეთრგვარდიელების მიერ. მიუხედავად ამისა ბრძოლა თეთრგვარდიელებსა და ბაების დაჯგუფებას შორის გაგრძელდა 1923 წლამდე. 1923 წლის დასასრულს შეიქმნა ხაკასეთის ეროვნული მაზრა, რომლის ცენტრი უსტ-აბაკანში იყო. 1925 წელს მაზრა ოკრუგად გარდაიქმნა. 1930 წლის 20 ოქტომბერს შეიქმნა ხაკასეთის ავტონომიური ოლქი. ცენტრი იქვე დარჩა და დაერქვა აბაკანი.

1990 წლის 15 დეკემბერს ხაკასიის ავტონომიური ოლქის კრასნოიარსკის მხარიდან გამოსვლა დამტკიცებულ იქნა რსფსრ-ის სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობაზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა რსფსრ-ის კონსტიტუციაში შესული ცვლილებებს — გამოსულიყვნენ ავტონომიური ოლქები იმ მხარეთა შემადგენლობიდან რომლებშიც იმყოფებოდნენ[2].

1991 წლის 3 ივლისს რსფსრ-ის უმაღლესმა საბჭომ დადგენილებით ხაკასეთის ავტონომიური ოლქი გარდაქმნა ხაკასეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად (რსფსრ-ის შემადგენლობაში)[3].

1992 წლის 29 იანვარს ხაკასეთის სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი რესპუბლიკისთვის „ხაკასეთის რესპუბლიკად“ სახელის შეცვლის თაობაზე[4]. 1992 წლის 21 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეეტანათ ცვლილებები რუსეთის კონსტიტუციაში[5]. ცვლილება შევიდა ძალაში მისი გამოქვეყნების დღიდან 1992 წლის 16 მაისს[6].

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება

ხაკასეთის ავტონომიური ოლქი დაჯილდოვებული იყო 1967 წლის 29 ივლისს ლენინის ორდენით, 1972 წლის 29 დეკემბერს — ხალხთა მეგობრობის ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება