ხაინანი (კუნძული)
ხაინანი (ჩინ. 海南, ფინინი: Hǎinán) — კუნძული სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კონტინენტისაგან გამოყოფილია ხაინანის სრუტით. ჩინეთის ტერიტორიაა. ფართობი 34 000 კმ²-ია. ჩრდილოეთში ალუვიური ვაკეა, სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში — დაბალი და საშუალო სიმაღლის (1867 მ-მდე, მწვერვალი უჯიშანი) მთები. ჰავა ტროპიკული, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა ვაკეზე 16–19 °C-ია, ივლისისა — დაახლოებით 29 °C, ნალექები — 1200–1500 მმ წელიწადში, მთაში 3000 მმ (მაქსიმალური ზაფხულში მოდის). მთაში მუსონური ტროპიკული ტყეა. ვაკეზე მოჰყავთ ბრინჯი, ბამბა და სხვა კულტურები. ხაინანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ქალაქი ხაიკოუ.
მშობ. სახელი: ჩინ.: 海南 | |
---|---|
სატელიტური ფოტო | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | სამხრეთ ჩინეთის ზღვა, წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 19°00′ ჩ. გ. 109°30′ ა. გ. / 19.000° ჩ. გ. 109.500° ა. გ. |
ფართობი | 34 000 კმ² |
პროვინცია | ხაინანი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 415.