ხავერდის ხე (ლათ. Phellodendron; ფელოდენდრონი) — მცენარეთა გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი ხეებია. 10-მდე სახეობა გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის ბარის ტყეებში. აღსანიშნავია ამურის ხავერდის ხე (ლათ. Phellodéndron amurénse), რომელიც გვხვდება შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეაში. კულტივირებულია მრავალ ქვეყანაში. მისი მსხვილი ღეროები კორპის სქელი ფენით იფარება. გამძლე მერქანი აქვს; იყენებენ ავეჯის, ფირფიცრის და სხვ. დასამზადებლად.

ხავერდის ხე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  ტეგანისებრნი
სახეობა:  ხავერდის ხე
ლათინური სახელი
Phellodendron

საქართველოში გვხვდება ფელოდენდრონის 1 სახეობა: ამურის ხავერდის ხე ანუ ამურის კორპის ხე, რომელიც იზრდება უფრო ტენიან რაიონებში, აჭარაში, ბაკურიანის ბოტანიკური ბაღში, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება