ჭრიჭინა მეჩალია[1] (ლათ. Locustella) — ფრინველთა გვარი ჭრიჭინა მეჩალიასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 12–16 სმ. შეფერილია მურა ან ზეთისხილისფერ ტონებში, მკერდი და ზურგი ზოგჯერ აჭრელებული აქვს.[2] აერთიანებს 20 სახეობას.[3] გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა (სამხრეთი ნაწილის გარდა) და ჩრდილოეთ აფრიკაში. იზამთრებენ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. ბინადრობენ ტყისპირების ბუჩქნარებში და მაღალ ბალახში, უმეტესად ნესტიან ადგილებში. ბუდეს იკეთებენ მიწაზე ან ბუჩქებზე ძალიან დაბლა. დებენ 4–6 წინწკლებიან თეთრ ან ვარდისფერ კვერცხს. იკვებებიან მწერებით, ობობებით. ზოგიერთი სახეობის გალობა წააგავს ჭრიჭინის ან კუტკალიის ხმას (აქედან სახელწოდება).[2]

ჭრიჭინა მეჩალია

ჩვეულებრივი ჭრიჭინა მეჩალია (Locustella naevia)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Locustella (Kaup, 1829)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. grasshopper warbler — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Сверчки // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 23 — М., 1976.
  3. Grassbirds, Donacobius, Malagasy warblers, cisticolas, allies. IOC World Bird List (v 8.2) (2018).