კუტკალიები (ლათ. Tettigonioidea) — მწერების ზეოჯახი სწორფრთიანთა რიგისა.ნაირჭამია მავნებლებია. გავრცელებულია თბილ და ზომიერ სარტყელში. მსოფლიოში ცნობილია 7 ათასამდე სახეობა. ამათგან ყოფილ სსრკ-ში 200-ზე მეტი სახეობაა. გვხვდება ძირითადად სამხრეთ რაიონებში. კერძოდ, ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიაში.

კუტკალიები
მწვანე კუტკალია (Tettigonia viridissima)
მწვანე კუტკალია (Tettigonia viridissima)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  სწორფრთიანები
ზეოჯახი:  კუტკალიები
ლათინური სახელი
Tettigonioidea

საქართველოში კუტკალიები იზამთრებენ ნიადაგში კვერცხის ფაზაში. მატლი იჩეკება გაზაფხულზე, 5-8-ჯერ იცვლის კანს და 1-2 თვის (სახეობების მიხედვით) შემდეგ გადაიქცევა იმაგოდ. კუტკალიები დიდ ზიანს აყენებენ მარცვლოვანებს, თამბაქოს, ვაზს. არსებობს მტაცებელი კუტკალიებიც, რომლებიც მწერებით იკვებებიან. საქართველოში მავნეობით გამოირჩევა მწვანე კუტკალიები (Tettigonia viridissima), გრძელკუდა კუტკალიები (Tettigonia caudata), მავნე ანუ უფრთო კუტკალიები (Parapholidoptera noxia), თეთრშუბლა კუტკალიები (Decticus albifrons),ამიერკავკასიური რუხი ანუ ლაქებიანი კუტკალიები (Decticus annelisae), კოლხური იზოფია (Isophya redtenbacheri) და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აბაშიძე ე., ქსე, ტ. 6, გვ. 89-90, თბ., 1983