ჭია-წურბელა[1] (ლათ. Oulema melanopus) — მწერი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. მნიშვნელოვნადაა გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით დაბლობ ზონაში. დიდ ზიანს აყენებს გაზაფხულის ნარგავებს, ნაკლებად — საშემოდგომო ხორბალს, რომელიც მავნებლის აქტიური ფაზისათვის საკმაოდ მოძლიერებულია. ზიანი მოაქვს ხოჭოსა და მატლს. მატლი ფოთლის ზედა მხარეს იკვებება, რის შედეგადაც მასზე ჩნდება განიერი და ბაცი ფერის ზოლები, თვითონ ფოთოლი ყვითლდება და ხმება. ხოჭოები ფოთლებში ჭრიან ხვრელებს. ძირითადად აზიანებს შვრიას, ქერს და გაზაფხულის ხორბლის მაგარ ჯიშებს. მავნებელს ერთწლიანი გენერაცია აქვს.[2][3]
ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვა, მაგარი ხორბლის ნაცვლად რბილი ხორბლის თესვა, რომელიც შედარებით გამძლეა მავნებლების მიმართ.[2][3]