დევი ჭანკოტაძე
დევი ჭანკოტაძე (დ. 1 სექტემბერი, 1961, თბილისი)[1] — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე 2000–2004 წლებში და 2008-2009 წლებში. 2009-2012 წლებში გენშტაბის უფროსი. აშშ-ის ლეგიონის ღირსებისა და საქართველოს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.
დევი ჭანკოტაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1961 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება |
სსრკ-ის შეიარაღებული ძალები → საქართველოს შეიარაღებული ძალები |
ჯარის სახეობა | საქართველოს თავდაცვის ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1978-2013 |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-საქართველოს ომი (2008) |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირება1982 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი. 1982-1990 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში. 1991–1992 წლებში იყო ქ. გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი, 1992–1994 წლებში — ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური, 1994–1995 — ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი. მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996–1999), არტილერიას (1999-2000). 2000–2004 წლებში იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2005 — სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, თავდაცვის ატაშე. 2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 8 ოქტომბრამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის უფროსი.
2020 წელს დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა. გაწევრიანდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.[2] ამა წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ წარადგინა წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად.[3] თუმცა მაჟორიტარული სიის ოფიციალურ წარდგენაზე ამ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა დასახელდა.[4] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დევი ჭანკოტაძე დევი ჭანკოტაძე — ბიბლიოვიკი
- დევი ჭანკოტაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: დევი ჭანკოტაძე. declaration.gov.ge (6 სექტემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ დევი ჭანკოტაძე პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს. netgazeti.ge (4 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
- ↑ ჭანკოტაძე, კაპანაძე და ბასიშვილი ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. netgazeti.ge (20 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 22 აგვისტო, 2020.
- ↑ ოლქში, სადაც ჟორჟოლიანი წარადგინეს, დევი ჭანკოტაძე იყო დასახელებული – რა მოხდა?. netgazeti.ge (2020-09-23). ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2020.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.