წყალტუბოსწყალი
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
წყალტუბოსწყალი — მდინარე საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. სოფელ მაღლაკთან მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე გუბისწყალს. სათავე აქვს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 100 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 23 კილომეტრი. საზრდოობს წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,5 მ³/წმ.[1]
წყალტუბოსწყალი | |
---|---|
წყალტუბოსწყალი წყალტუბოს პარკში | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის მხარე) |
ქალაქები | წყალტუბო |
სათავე | 42°18′50″ ჩ. გ. 42°35′39″ ა. გ. / 42.313972° ჩ. გ. 42.594333° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 100 მ |
შესართავი |
გუბისწყალი 42°15′40″ ჩ. გ. 42°30′20″ ა. გ. / 42.261222° ჩ. გ. 42.505583° ა. გ. |
სიგრძე | 23 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,5 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
მდინარეში ბინადრობს სხვადასხვა სახეობის თევზი: ქაშაპი, შამაია, კოლხური წვერა, კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum), ღორჯო (Gobius cephalarges), ფარგა (Lucioperca lucioperca) და სხვა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი[მკვდარი ბმული]
- ↑ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის და ექსპლუატაციის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიში. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (2015). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.