წურწყაბის ციხე
წურწყაბის ციხე — ციხესიმაგრე მდებარეობს ისტორიული ყველის ქვეყნის ტერიტორიაზე. მდინარე წურწყაბისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამინდელ სოფელ აშიკზულალში.
წურწყაბის ციხე | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
ტოპინიმი
რედაქტირებასოფ. წურწყაბი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ იხსენიება როგორც ზუზღაბ. სახეცვლილად არის ეს ტოპონიმი წარმოდგენილი ვახუშტი ბატონიშვილთან, როგორც წურწყუმა. „ხოლო წურწყუმას არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-შუენიერად ნაგები და დიდი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ბოცოსწყლისა და ახალციხისწყლის სამხრეთისა, ვიდრე მტკურადმდე, და ერუშეთისა, და არსიანის მთამდე”.[1] ეს ეტიმოლოგიური შეცდომა დასაბუთებულად გაასწორა დიმიტრი ბაქრაძემ.
ისტორია
რედაქტირებაწურწყაბი ისტორიული საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია, შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს წურწყაბლის ეპარქიის ცენტრი. „წეს-განგება დარბაზობისას“ მიხედვით წურწყაბელი ეპისკოპოსი საკმაოდ მაღალი რანგის მღვდელმთავარია. კერძოდ, სამეფო დარბაზობისას იგი მეფის მარცხნივ ზის უნატოდ და უჭირავს მეექვსე ადგილი (ამბა-ალავერდელის, ბოდბელის, ნინოწმინდელის, ანჩელის, მტბევარის შემდგომ). ფაქტობრივად სამხრეთ საქართველოს მღვდელმთავართა შორის მას მესამე პოზიცია უჭირავს ანჩელი (კლარჯეთის) და მტბევარი (შავშეთის) ეპისკოპოსების შემდგომ. მეშვიდე პოზიციაზე-წყაროსთაველი (ჯავახეთის), ხოლო მერვეზე-ერუშნელი (ერუშეთ-არტაანის ეპისკოპოსი). დადაშნელ (კოლას) ეპისკოპოსს ამ ნუსხაში შედარებით მოკრძალებული – 27-ე ადგილი უკავია. ეს მიუთითებს მტკვრის ხეობის პროვინციათა შორის სამცხის და ფოცხოვის მნიშვნელობას, როგორც საეკლესიო იერარქიაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 1, თბ., 2020 ISBN 978-9941-9675-9-7
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვახუშტი ბაგრატიონი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძიითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი, 1973. გვ. 665