წუნდის ტბა
ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
წუნდის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1539 მ სიმაღლეზე. განფენილია თმოგვის ციხესიმაგრის ნანგრევების სიახლოვეს. სარკის ფართობი — 0,034 კმ², აუზის ფართობი 1,8 კმ². საშუალო სიღრმე 6,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 10,8 მ. წყლის მოცულობა 284 ათ. მ³.[2] ტბის ქვაბული წარმოქმნილია ახალქალაქის ლავური პლატოს დასავლეთი პერიფერიის დამეწყვრის შედეგად მდინარე მტკვრის ხეობაში. წარსულში ტბა აფეთქების კრატერად ანუ მაარად მიაჩნდათ.[3] საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბა გაუდინარი და მტკნარია. აქვს მიწისქვეშა ჩამონადენი.[2]
წუნდის ტბა | |
---|---|
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
კოორდინატები: 41°24′40″ ჩ. გ. 43°19′38″ ა. გ. / 41.41111° ჩ. გ. 43.32722° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ასპინძის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1539 მ |
ფართობი | 0,034 კმ² |
მოცულობა | 0,000284 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 6,6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10,8 მ |
აუზის ფართობი | 1,8 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 214.
- ↑ 2.0 2.1 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
- ↑ ლევან მარუაშვილი.. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქართველო: ცოდნა, გვ. 64, თბ. 1964.