წამი
წამი (აღნიშვნა: წმ, s) — დროის ძირითადი საზომი ერთეული, ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში.
წამი | |
---|---|
წამები ციფერბლატზე | |
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული. |
სიდიდე: | დრო |
სიმბოლო (ქართ): | წმ |
სიმბოლო (საერთ): | s |
ეკვივალენტები: | |
ჯერად ერთეულებში |
1/60 წთ. 1/3600 სთ. |
სურათები ვიკისაწყობში |
ისტორია
რედაქტირება1967 წელს ზომა-წონათა XIII გენერალურ კონფერენციაზე მიღებულია წამის შემდეგი განსაზღვრა: „წამი არის დრო, რომელიც ტოლია ცეზიუმის 133 ატომის ძირითადი მდგომარეობის ორ ზენაზ დონეს შორის გადასვლის შესაბამისი გამოსხივების 9192631770 პერიოდისა“. ასე განსაზღვრულ წამს უწოდებენ ატომურს. მისი აღწარმოება ხდება სიხშირისა და დროის ცეზიუმის ეტალონების მეშვეობით, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ განვსაზღვროთ 133 ცეზიუმის ატომების გამოსხივების სიხშირე ორ ფიქსირებულ ენერგეტიკულ დონეს შორის.
წამის წილობითი და ჯერადი ერთეულებია: წუთი (წთ, min), საათი (სთ, h) და ასე შემდეგ.
- 1 წთ = 60 წმ;
- 1 სთ = 3600 წმ;
ჯერადი და წილობითი ერთეულები
რედაქტირება„წამის“ საზომი ერთეულისათვის, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ სტანდარტული სი თავსართები (გამონაკლისია დეცი- და სანტი-). დიდი დროის ინტერვალების გასაზომად გამოიყენება ერთეულები წუთი, საათი, დღე და ა. შ.
ჯერადი | წილადი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
სიდიდე | სახელწ. | აღნიშვნა | სიდიდე | სახელწ. | აღნიშვნა | ||
101 წმ | დეკაწამი | დკწმ | das | 10−1 წმ | დეციწამი | დწმ | ds |
102 წმ | ჰექტოწამი | ჰწმ | hs | 10−2 წმ | სანტიწამი | სწმ | cs |
103 წმ | კილოწამი | კწმ | ks | 10−3 წმ | მილიწამი | მწმ | ms |
106 წმ | მეგაწამი | მეგწმ | Ms | 10−6 წმ | მიკროწამი | მკწმ | µs |
109 წმ | გიგაწამი | გწმ | Gs | 10−9 წმ | ნანოწამი | ნწმ | ns |
1012 წმ | ტერაწამი | ტწმ | Ts | 10−12 წმ | პიკოწამი | პწმ | ps |
1015 წმ | პეტაწამი | პაწმ | Ps | 10−15 წმ | ფემტოწამი | ფწმ | fs |
1018 წმ | ექსაწამი | ეწმ | Es | 10−18 წმ | ატოწამი | აწმ | as |
1021 წმ | ზეტაწამი | ზაწმ | Zs | 10−21 წმ | ზეპტოწამი | ზწმ | zs |
1024 წმ | იოტაწამი | იაწმ | Ys | 10−24 წმ | იოქტოწამი | იწმ | ys |
1027 წმ | რონაწამი | რაწმ | Rs | 10−27 წმ | რონტოწამი | რწმ | rs |
1030 წმ | ქვეტაწამი | ქაწმ | Qs | 10−30 წმ | ქვექტოწამი | ქწმ | qs |
რეკომენდირებულია გამოსაყენებლად გამოყენება არაა რეკომენდირებული არ გამოიყენება ან გამოიყენება პრაქტიკაში ძალზედ იშვიათდ
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289.