წიფლოვნისწყალი
მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში
წიფლოვნისწყალი, პატარა წიფლოვანი — მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე სამყურისწყლის ერთ-ერთი შენაკადი. იწყება კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, 3000 მ სიმაღლეზე. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 92 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე — წყალმოვარდნები.
წიფლოვნისწყალი | |
---|---|
სხვა სახელი | პატარა წიფლოვანი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ახმეტის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
სათავე |
კახეთის კავკასიონი 42°23′15″ ჩ. გ. 45°17′51″ ა. გ. / 42.387750° ჩ. გ. 45.297694° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3000 მ |
შესართავი |
სამყურისწყალი 42°19′45″ ჩ. გ. 45°23′09″ ა. გ. / 42.329361° ჩ. გ. 45.385889° ა. გ. |
სიგრძე | 24 კმ |
აუზის ფართობი | 92 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,1 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,1 მ³/წმ.
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 334.