წინანდალიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნიდან (15 %-მდე).

ღვინო „წინანდალი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმო­ნიული, სრული, დახვეწილია, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.

მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის ვაკეს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მ სიმაღლის ფარგლებში.

ღვინო „წინანდლის“ წარმოების სანედლეულო ბაზა მოიცავს შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი.

ღვინო „წინანდლის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10,5 %-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია არაუმეტეს 3 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ³.

საბჭოთა პერიოდში „სამტრესტი“ უშვებდა თეთრი სამარკო სუფრის ღვინოს — წინანდალი №1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება