წითელა (მთა)
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში და ჩრდილოეთ ოს
წითელა — მთა საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ზოფხიტურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4259 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ქანებით, კალთები ციცაბო და კლდოვანია. ჩრდილოეთ კალთაზე ვრცელი ფირნია, სამხრეთზე — რამდენიმე მცირე მყინვარი. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
წითელა | |
---|---|
კოორდინატები: 42°52′40″ ჩ. გ. 43°29′08″ ა. გ. / 42.87778° ჩ. გ. 43.48556° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ჩრდილოეთი ოსეთი |
სიმაღლე | 4259 მ |
ქედი | რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 317.