წიგნი მეორე რჯულისა
მრავალმნიშვნელოვანი
წიგნი მეორე რჯულისა, მეორე რჯული (ბერძ. Δευτερονόμιον, „Deuteronomion“, ებრ. דְּבָרִים, „Devarim“) — ძველი აღთქმის ხუთწიგნეულისა და ბიბლიის მეხუთე კანონიკური წიგნი. შედგება ხალხისადმი მიმართული მოსეს სამი დიდი საუბარი/ქადაგებისაგან, რომელთა მიზანია მათთვის წარსულის მოვლენების შეხსენება და უმთავრესად, მოწოდება: მუდამ უერთგულონ თავიანთ ღმერთთან დადებულ აღთქმას. რჯულის წიგნის დასასრულს მოყვანილია დანართი, რომელშიც მოსეს უკანასკნელი საქმეებია მოთხრობილი. მეორე რჯული სამარიის სეპარატისტული სამეფოს დაცემის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 722 წელს) იერუსალიმში დამკვიდრებული ლევიტელთა თეოლოგიური სკოლის ნაშრომია. ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ ინსტიტუციათა რეფორმას, რომელთა იდეურ ცენტრსაც წარმოადგენს იერუსალიმის ტაძარი, არამედ უმთავრესად შინაგან მოქცევას.
ლიტერატურა
რედაქტირება- „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.